დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სიკეთე გადამდებია
ბიჭებმა ანგარიში მოითხოვეს, მაგრამ ოფიციანტმა წერილი მიუტანა, რომელშიც... (8 ფოტო)
2015/08/17 09:38:55

გოგონას საქციელმა და შემდეგომ რაც მოხდა, ათასობით ადამიანს ცრემლი მოჰგვარა.



24 წლის გოგონა პატარა ქალაქიდან შტატ ნიუ-ჯერსიდან ნამდვილი გმირი გახდა ათასობით ადამიანისთვის.არა, ოფიციანტმა ლიზ ვუდვარმა(Liz Woodward)არც ვინმე იხსნა სიკვდილისგან, არც რაიმე შესწირა ვინმეს საკუთარი და არც რაიმე სასწაული გამოუგონია, მან უბრალოდ ანგარიში მიუტანა სადილად შემოსულ ორ მეხანძრეს.



ივლისის ბოლოს ორი მეხანძრე შევიდა იმ სადღეღამისო კაფეში სადაც ლიზი მუშაობს.
ტიმ იანგი და ტომ ჰალინგსი მძიმე სამუშაო დღის შემდეგ სასადილოდ შევიდნენ კაფეში.ქალაქი პატარაა და თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს, ლიზიმ იცოდა, რომ მამაკაცები 12 საათის განმავლობაში აქრობდნენ ხანძარს, რომელიც საწყობს გაუჩნდა და მეხანძრეები გადაქანცულები იყვნენ.



მეხანძრე-მაშველებმა ისადილეს და გოგონას ანგარიში მოსთხოვეს.ვუდვარდმა მათ ქვითარი მოუტანა, თუმცა ციფრების მაგივრად იქ სულ სხვა რამ ეწერა:
"სადილი დღეს ჩემზეა, მადლობა იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, იმისთვის, რომ ჩვენი მაშველები ხართ და სადაც არ უნდა იყოთ, მზად ხართ ნებისმიერ წუთს მოხვიდეთ ჩვენს დასახმარებლად.ეჭვი არავის ეპარება, რომ თქვენ ვაჟკაცები და ძლიერები ხართ!მადლობა თქვენ ყოველდღიური შრომისთვის!"
მეხანძრეები სასიამოვნოდ გაოცებულები დარჩნენ, მათ ცრემლები ვერ შეიკავეს, აღფრთოვანებულებმა ქვითარს ფოტო 

გადაუღეს და "ფეისბუქზე" დადეს.ტიმმა პატარა ქალაქის მოსახლოებას მოუწოდა მისულიყვნენ ამ პატარა კაფეში და შესაძლებლობის ფარგლებში გოგონასთვის "ჩაი" დაეტოვათ.



თუმცა მთავარი შემდგომ იწყება, მეხანძრეებმა გადაწყვიტეს უფრო მეტი შეეტყოთ გოგონას შესახებ და გაოცდნენ....
-აღმოჩნდა, რომ ჩვენ დაგვეხმარა ადამიანი, რომელსაც აქეთ სჭირდებოდა დახმარება-აღნიშნა მაშველმა პოლ ჰალინგსმა.
გაირკვა, რომ ლიზის მამა პარალიზებულია და მთელი ოჯახი დიდ თანხას ხარჯავს მისი მკურნალობისთვის და იმისთვის, რომ როგორმე შეამსუბუქოს მისი ტანჯვა.



სასოწარკვეთილმა ლიზიმ ინტერნეტითაც კი გააკეთა განცხადება და მიმართა კეთილ ადამიანებს გამოეჩინათ გულისხმიერება და გაეღოთ მცირეოდენი თანხა იმისთვის, რომ მამისთვის შეეძინა სპეციალური მიკროავტობუსი, რომელიც გადაადგილებაში დაეხმარება.გოგონამ მხოლოდ ნაწილი თანხის შეგროვება შესძლო-25 000$.



მეხანძრეებმა გადაწყვიტეს ისე, რომ გოგონამ ამის შესახებ არაფერი იცოდა, მოეკიდათ ამ საქმისთვის ხელი და ორიოდე კვირაში ნაცვლად საჭირო 17 000$-ისა, 70 000$ შეაგროვეს!



მეტიც, მეხანძრეებმა თვითონ შეიძინეს ავტომობილი და ლიზის სახლის კარზე მიაყენეს.
-სიტყვები არ მყოფნის სიხარულისგან-აღნიშნა ლიზიმ-გავუმასპინძლდი რა მეხანძრეებს ჩემი ანგარიშიდან, მადლიერების ნიშნად მე მაქსიმუმ მათგან მეგობრულ მისალმებას და ღიმილს მოველოდი .რაც მათ გააკეთეს ჩემთვის ეს უბრალოდ სასწაულია!

 

წყარო: http://1.dainteresdit.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 21335
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია