საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
როგორ იწყება დიაბეტი?
2015/08/14 16:06:10

დიაბეტი იშვიათად იწყება მწვავედ. უფრო ხშირია დაავადების თანდათანობითი განვითარება. პირველ ხანებში გამოხატულია ზოგადი მოვლენები: საერთო სისუსტე, შრომის უნარის დაქვეითება, იოლად დაღლა. დიაბეტის ერთერთი დამახასიათებელი სიმპტომი გაძლიერებული წყურვილია. ავადმყოფს პირი უშრება და დღე-ღამეში 3-4 ლიტრ წყალს სვამს.

მეორე დამახასიათებელი სიმპტომი მადის გაძლიერებაა. ავადმყოფი ბევრს ჭამს, მაგრამ ვერ ძღება. შიმშლის გრძნობა ისე ძლიერია, რომ იგი ძალაუნებურად არღვევს სამკურნალო რეჟიმს, მალულად ჭამს აკრძალულ საჭმელს. დღევანდელ პირობებში, მკურნალობის ფონზე, გაძლიერებული მადით მიმდინარე შემთხვევები ისეთი ხშირი აღარ არის.

ავადმყოფს ლოყები მოვარდისფრო-მოწითალო აქვს, რაც თითქოდა კარგი ჯანმრთელობის ყალბ შთაბეჭდილებას ტოვებს. ზოგჯერ შეშუპებულია კანქვეშა ქსოვილი, უფრო მეტად, ქვედა კიდურები, რაც გაივლის მკურნალობის და შაქრის ცვლის მოწესრიგების შემდეგ. ეს დაკავშირებულია წყალ-მარილოვანი ცვლის მოშლასთან.

შაქრის ცვლის მოშლილობისა და მიმდინარეობის სიმძიმის მიხედვით, არჩევენ დაავადების სხვადასხვა ფორმას: პრედიაბეტს, ფარულ დიაბეტს, ასიმპტომურ და გამომჟღავნებულ დიაბეტს.

პრედიაბეტი ისეთი მდგომარეობაა, როდესაც არც უზმოზე და არც დღის სხვადასხვა მონაკვეთში არ აღინიშნება სისხლში შაქრის დონის მომატება და არც შაქრით დატვირთვა გამოავლენს ნახშირწყლების ცვლის აშკარა დარღვევას.

ფარული დიაბეტის დროს, უზმოზე აღებულ სისხლში შაქარი არ არის მომატებული და შარდი არ შეიცავს შაქარს. მხოლოდ გლუკოზით ორმაგი დატვირთვა გამოავლენს ნახშირწყლების ცვლის დარღვევას.

ასიმპტომური დიაბეტის დროსაც, ავადმყოფს არავითარი კლინიკური ნიშნები არ აქვს. გამომჟღავნებული დიაბეტი კი სიმძიმის მიხედვით სამი ფორმისაა: მსუბუქი, საშუალო და მძიმე.

დიაბეტი წლობით მიმდინარეობს. მსუბუქ და საშუალო შემთხვევებში, დიატისა და მედიკამენტური მკურნალობის შედეგად, შეიძლება დამყარდეს კომპენსაცია, როდესაც გლუკოზის დონე სისხლში ნორმალურია და შარდი შაქარს არ შეიცავს. ასე წლების განმავლობაში შეიძლება გრძელდებოდეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 19235
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია