დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მეზობელი ქვეყანა
რუსეთმა სანქცირებული ქვეყნების სია გააფართოვა
2015/08/14 09:29:55

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას იმ ქვეყნების სიის გაფართოებასთან დაკავშირებით, რომელთა წინააღმდეგაც მოსკოვის მიერ დაწესებული სანქციები იმოქმედებს. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, მედვედევმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სანქცირებული ქვეყნების სიას ალბანეთი, მონტენეგრო, ისლანდია და ლიხტენშტეინი დაემატა.  


"ევროკავშირის ქვეყნებს, ასევე ავსტრალიას, კანადას, ნორვეგიასა და აშშ-ს, რომელთაც გასული წლის აგვისტოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი აეკრძალათ, დავამატეთ რიგი ქვეყნები - ალბანეთი, მონტენეგრო, ისლანდია და ლიხტენშტეინი, ასევე უკრაინა გარკვეული პირობებით", - განაცხადა რუსეთის პრემიერმა. 



უკრაინის წინააღმდეგ შეზღუდვები მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ეკონომიკურ ნაწილს კიევი აამოქმედებს. მედვედევმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთმა ეკონომიკური რეგულაციების საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის ვადა 2016 წლის 1 იანვრამდე მისცა.  "ამ პერიოდის შემდეგ თუ ჩვენ ვერ შევძლებთ შეთანხმების მიღწევას და ამის ნიშნებს მე ვერ ვხედავ, ძალაში შევა მანამდე მიღებული დოკუმენტები უკრაინასთან ვაჭრობისა და საკვები პროდუქციის ემბარგოს შესახებ", - აღნიშნა მედვედევმა. 



რუსეთი სანქციებს დასავლეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების საპასუხოდ აწესებს. ივლისის ბოლოს მონტენეგრო, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ალბანეთი და უკრაინა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილებას შეუერთდნენ. მათ შორის იყო საქართველოც. თუმცა, მედვედევს საქართველო დღეს არ უხსენებია.

 

წყარო: http://www.bpn.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2166
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია