დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხელისუფლება
თინა ხიდაშელი: იუსტიციის სამინისტროში რა წესია, არ ვიცი, მე ვმოქმედებ კანონით
2015/08/14 08:40:45

"იუსტიციის სამინისტროში არის ასეთი წესი, ჩემი მმართველობის პირობებში, როდესაც ჩემი თანამშრომელი არის ან ბრალდებული, ან მსჯავრდებული, ის არის დროებით გათავისუფლებული თანამდებობიდან და ჩვენ ყველა ერთად ველოდებით ხოლმე სასამართლო გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, ჩემთვის „კაბელების საქმეზე“, მთავარია, რას იტყვის სასამართლო და ჩემთვის ეს იქნებოდა ერთადერთი საფუძველი მათი თანამდებობაზე აღდგენის ან არაღდგენის“ - ასეთი კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც "კაბელების საქმეზე" გათავისუფლებულები სამსახურში აღადგინა.

 

თავის გადაწყვეტილებასთან და თეა წულუკიანის კომენტართან დაკავშირებით თინათინ ხიდაშელმაკომენტარი ტელეკომპანია „მაესტროსთან“ გააკეთა:


"იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ასეთი წესია მის სამინისტროში მას შემდეგ, რაც ის მინისტრია. მე არ ვიცი რა წესია იუსტიციის სამინისტროში არაფორმალურად დადგენილი, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არსებობს კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს თანამშრომლებსა და უწყების ხელმძღვანელებს შორის. ასევე თეა წულუკიანი ამბობს, რომ თუ ის მსჯავრდებულია ან ბრალდებულიო, მაშინ დროებით გავათავისუფლებთო. ესეც არის გნსხვავებული გარემოება, რადგან ჩვენს შემთხვევაში მსჯავრდებულებზე არ არის საუბარი. რაც შეეხება ბრალდებულებს და მათ გათავისუფლებას, არცერთი ბრალდებული არ ყოფილა გათავისუფლებული თავდაცვის სამინისტროდან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივად არის. მინდია ჯანელიძემ 2014 წლის ნოემბერში მიიღო გადაწყვეტილება, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ამ ადამიანებს შეუჩერდათ უფლებამოსულება სამინისტროში ძალიან კონკრეტული აქტის ძალიან კონკრეტული პუნქტის შესაბამისად. მათ შეუჩერდათ და არ გათავისუფლებულებან." - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.


მისი თქმით, ერთადერთი, რაც გააკეთა თავდაცვის მინისტრმა ის იყო, რომ იმოქმედა კანონის შესაბამისად.


"მე შემეძლო ამერჩია ის გზა, რაც მრავალჯერ გაუვლიათ საქართველოში მინისტრებს 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, გამეჯანჯლებინა ეს პროცესი, კანონზე მაღლა დავმდგარიყავი, კანონზე მეძალადა და მეთქვა, იცით რა, არ მაინტერესებს კანონში რაც წერია, ჩვენ ახლა ასეთი წესი გვაქვს თავდაცვის სამინისტროში და რაც მინისტრი გავხდი არ მაინტერესებს, კანონში როგორ წერიაო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვიმოქმდე კანონის შესაბამისად“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

წყარო: http://archiveshare.net/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2219
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია