დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
2015/08/13 11:43:10

აჭარაში ქრთამის აღების ფაქტზე სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტი მზია დავითაძე დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ მზია დავითაძემ  სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, საარსებო შემწეობის შენარჩუნების და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი (მრავალშვილიანი) ოჯახებისათვის განკუთვნილი არაფულადი დახმარების მიღების  და  საარსებო შემწეობის აღდგენის საკითხის მოსაგვარებლად, ორი ოჯახისგან  ქრთამის სახით  ჯამში 500 ლარის ოდენობით თანხა მოითხოვა და  აიღო.   

 


 გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე  სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

 

წყარო; http://pog.gov.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2319
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია