საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ზვიად პატარიძე მსოფლიო ჩემპიონია
2015/08/13 10:41:38

ბრაზილიის ქალაქ სალვადორში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ქართველმა მოჭიდავემ, ქუთაისელმა ზვიად პატარიძემ (120 კგ) მოიპოვა.

 

მსოფლიო ჩემპიონატი 11-12 აგვისტოს გაიმართა.

 

ზვიადმა 12 აგვისტოს 5 შეხვედრა გამართა.

 

პირველი ტური ანგარიშით 12:4 მოიგო, მეორე შეხვედრაში  ბელარუს სპორტსმენს 8:0 სძლია. ხოლო მესამე შეხვედრაში, რომელსაც თავიდან ქართველი მოჭიდავე დასანანი შემთხვევის გამო აგებდა, პატარიძემ მეტოქეს „ბეჭებზე დადებით“ სძლია. მეოთხე, ფინალში გადასასვლელი შეხვედრა, ზვიადმა ამერიკელს მოუგო. ფინალში ქართველმა მოჭიდავემ  რუსეთის წარმომადგენელი, ორგზის მოსფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, დიდების მსოფლიო თასის მფლობელი სერგეი სემენოვი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

 

ვულოცავთ ზვიადს ღირსეულ გამარჯვებას!

 

 ი.ბ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 85725
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია