დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ბაგრატის, მოწამეთასა და გელათის საბაგირო გზით დაკავშირების პროექტის განხორციელება იგეგმება
2015/08/12 21:37:41

ქუთაისის ადგილობრივმა ხელისუფლებამ საბაგიროების პროექტის განსახორციელებლად მოლაპარაკებები ფრაგნულ კომპანია Poma-სთან დაიწყო. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალის განცხადებით, აღნიშნულ კომპანიასთან პირველი თემატური ურთიერთობა შედგა და ახლა უფრო კონკრეტულ საკითხებზე დაიწყება საუბარი.



„მოლაპარაკებებს იმ კომპანიასთან ვაწარმოებთ, რომელიც ამჟამად თეთნულდის საბაგირო ქსელის მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. პროექტის გრანდიოზულობიდან გამომდინარე, სახელმწიფო სესხის აღების შესაძლებლობასაც კი განვიხილავთ. ეს წელს ალბათ ვეღარ მოეწსრება რადგან მას დროში მეორე მასშტაბურმა პროექტმა დაასწრო, რაც ქუთაისის ცენტრალური შემოსასვლელისა და ნიკეას ქუჩის კომპლექსურ რეაბილიტაციას გულისხმობს. ამისათვის 7 500 00 ლარია აუცილებელი" - განმარტავს დვალი.



მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი როგორც ნიკეას, ასევე მისგან გამავალი ყველა გადამყვანი გზის რეაბილიტაციას მოიცავს.



„ეს ოდნავადაც არ ცვლის ჩვენს გეგმებს საბაგირო პროექტთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნულ კომპანიასთან კომუნიკაცია დადებით შედეგამდე მივა. სახელმწიფოც გვერდით დაგვიდგება და ეს ქალაქისთვის მართლაც საუკუნის პროექტი შედგება" - აცხადებს დავით დვალი.



ქუთაისში ისტორიული ძეგლების დამაკავშირებელი საბაგიროს პროექტის განსახორციელებლად ქალაქის თვითმმართველობაში რამდენიმე თვეა მუშაობენ. პროექტის კომერციული ნაწილი ჯერ კაპიტალურად დათვლილი არ არის, თუმცა ეს თანხა დაახლოებით 100 მილიონ ევროზე მეტი იქნება. პროექტი ისტორიული ძეგლების, ბაგრატის, მოწამეთასა და გელათის დაკავშირებას მოიცავს.

 

wyaro: commersant.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12708
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია