დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ვინც საქართველოში სამოგზაუროდ არ ჩამოვა, საკმაოდ ბევრს დაკარგავს“
2015/08/12 15:01:29

კილომეტრამდე  სიგრძის კიდული კონსოლური ბილიკი და გადასახედი პლატფორმა - ეს არის ტურისტული პროექტი, რომელსაც ოკაცეს კანიონი  ვიზიტორებს  სთავაზობს. აქვე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, საგამოფენო დარბაზი და ინტერნეტკაფე. ეზოში მოეწყო ეკოსაგანმანათლებლო ამფითეატრი, გაკეთდა ქვით მოკირწყლული ბილიკები.

 

კანიონის პროექტი 2014 წლის სექტემბერში დასრულდა და მისი ღირებულება 4 მილიონ 850 ათასი ლარია.

 

ოკაცეს კანიონის ტურისტული ბილიკი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიმა გიგლა აგულაშვილმა დაათვალიერა და იქ ჩასულ ვიზიტორებს გაესაუბრა. მინისტრმა ისაუბრა ახალი სერვისების განვითარების მნიშვნელობაზე, რაც საშუალებას მისცემს ოკაცეს კანიონის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, ტურიზმის განვითარებასთან ერთად, გაუჩნდეთ დამატებითი შემოსავლის მიღების წყარო, გაუმჯობესდე მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

  

მე ძალიან მიყვარს ბუნება, ბევრს ვმოგზაურობ. ჩემმა მეგობრემა  საქართველოში ჩამოსვლა მირჩეს. აქ რომ ჩამოვედი ასეთ სილამაზესა და განსხვავებულ ბუნებას არ ველოდი. ჩემი აზრით, ის, ვინც საქართველოში სამოგზაუროდ არ ჩამოვა, საკმაოდ ბევრს დაკარგავს“, - ამბობს ტურისტი სიზან ზაკრი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2377
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია