საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
უნიკალური აღმოჩენა ჭუბერში!
2015/08/12 09:18:46

უნიკალური აღმოჩენა ჭუბერში. სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ძველი წელთაღრიცხვის მე-8 - მე-6 საუკუნეებით დათარიღებული მეტალურგიული ქურები და კარიერები აღმოაჩინა. 

 

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ადგილზე წარმოებული პროდუქციით და ნედლეულით იმ პერიოდში არა მარტო კოლხეთი, არამედ აღმოსავლეთის სახელმწიფოებიც მარაგდებოდა. ქვით ნაშენები ქურები თაბაშირით არის მოპირკეთებული და დამეწყრილ ადგილებშიც კი პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული. 

 

აღმოჩენილია როგორც  ქურების ნაწილები, ასევე რკინის გადამუშავების შედეგად დარჩენილი მასალები და თავად დამუშავებული რკინის ნიმუშებიც. 

 

სამუშაოებმა აჩვენა, რომ მსგავსი ქურები 50-60 ჰექტარზე უნდა იყოს გაშლილი. მკვლევარები ამბობენ, რომ ასეთი მასშტაბის ე.წ. მეტალურგიული დასახლება იშვიათია არა მარტო საქართველოში. 

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ადგილზე 10-დღიანი კვლევის შემდეგ მუშაობა დაასრულა, მომავალ წელს კი კვლევა მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა განახლდეს. 

 

წყარო: http://1tv.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5265
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია