დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანისას ირმა მ. დააკავეს
2015/08/12 09:09:18

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1966 წელს დაბადებული ირმა მ. სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

 

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების 61 აბი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,5023 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 

წყარო: http://police.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2110
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია