დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ დააკავეს გიორგი კარბელაშვილი (VIDEO)
2015/08/10 18:02:14

დეპუტატ გიორგი კარბელაშვილის დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელბს. უწყება განმარტავს, რომ მან მოზრაობის წესები დაარღვია, რის გამოც მოხდა გაჩერება, ხოლო პატრულისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო ის განყოფილებაში გადაიყვანეს. შსს-მ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე დაკავების ადგილზე საპატრულო პოლიციის მიერ სამხრე ვიდეოკამერებით გადაღებული კადრები გაავრცელა.

 

ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ ლინკზე: http://police.ge/ge/shinagan-saqmeta-saministros-gantskhadeba/8634

 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ 9 აგვისტოს ბორჯომი-თბილისის მაგისტრალზე მომხდარი ინციდენტის ვიდეომასალას, რომელიც გადაღებულია საპატრულო პოლიციის სამხრე ვიდეოკამერით და საპატრულო ავტომანქანის ვიდეორეგისტრატორით. ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს თუ როგორ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი და მისი თანმხლები პირი საპატრულო ეკიპაჟის წევრებს, ასევე, ისინი ხელს უშლიან პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.

გიორგი კარბელაშვილის განცხადებები, თითქოს ის ექვსმა საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა და გაიტაცა, რომ მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გათიშეს და მაისური შემოახიეს, სიმართლეს არ შეესაბამება. 

 

 

მანამდე გამოქვეყნებულ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია: 

„შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბორჯომი-თბილისის ავტომაგისტრალზე მოძრავი, შავი ფერის, „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერეს. ავტომანქანას პარლამენტის წევრი გიორგი კარბელაშვილი მართავდა, რომელმაც დოკუმენტაციის და ალკოტესტით სტანდარტული შემოწმების მოთხოვნის პასუხად საპატრულო ეკიპაჟის წევრებს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი კარბელაშვილი და მისი თანმხლები პირი - ე.ბ. უახლოეს განყოფილებაში, ოსიაურში გადაიყვანეს. მოგვიანებით, ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ პარლამენტარი გიორგი კარბელაშვილი ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა მისი თანმხლები პირიც. შემოწმების ჩატარების შემდეგ გიორგი კარბელაშვილმა პოლიციის განყოფილება დატოვა, ხოლო ე.ბ. დაკავებულია."-ნათქვამია განცხადებაში. 

გამოძიება საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

 

წყარო: http://police.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2715
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია