დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აბიტურიენტთა მეორადი ჩარიცხვები არ განხორციელდება
2015/08/10 17:54:24

„მეორადი ჩარიცხვები არ განხორციელდება, შესაბამისად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებს ურჩევს ფაკულტეტების ჩამონათვალში მიუთითონ ყველა ის პროგრამა, რომლებზეც მათ მიერ არჩეული საგნები ბარდება და რომელთაც მეორადი ჩარიცხვებისას აირჩევდნენ",- განაცხადა დღეს, 10 აგვისტოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა.

 

აბიტურიენტებს ცვლილებების განხორციელება 12 აგვისტოს 18:00 საათამდე ელექტრონულად შეეძლებათ. 

 

12 აგვისტოს (18:00 საათზე) იწურება სააპელაციო განაცხადების მიღების ვადაც.

 

2015 წლის საგამოცდო პროცესი 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 22 ივლისს დასრულდა. 

 

ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე წელს 40 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4342
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია