La Stampa-ს ინფორმაციით, იტალიის სოფელ სელიას მერმა დევიდ ციკინელამ მოსახლეობას სიკვდილი აუკრძალა. მერმა ასეთი ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ სოფელში მოსახლეობა სულ უფრო და უფრო მცირდება. ახალი ბრძანებით, დაჯარიმდებიან ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ ჯანმრთელობას სათანადოდ არ უფრთხილდებიან და ექიმთან არ დადიან.
სელია-შუა საუკუნეების სოფელია კალაბრიაში, რომელიც ცნობილია ციხის ნანგრევებით და ზეითუნის ზეთით, კანონი “სიკვდილის აკრძალვის” თაობაზე მოქმედებას 5 აგვისტოს დაიწყებს. სოფელში დაახლოებით 500 ადამიანია, მოსახლეობის 60% მეტი 65 წლის. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში სოფელმა მოსახლეობის მესამედი დაკარგა. Il Quotidiano კი აცხადებს, რომ ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას გამოიყენოს ყველა ის სამედიცინო მომსახურება, რომელიც მათ აბსოლუტურად უფასოდ აქვთ.
წყარო: http://www.postalioni.com/