საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
წყალტუბოს მე-2 საჯარო სკოლაში აგვისტოს ომში დაღუპული ორი მეომრის მემორიალური დაფა გაიხსნა
2015/08/09 10:19:02

აგვისტოს ომგი დაღუპული წყალტუბოელი გმირების - მამუკა სამაკაშვილისა და ფილიპე მგალობლიშვილის ხსოვნის პატივსაგებად წყალტუბოს #2 საჯარო სკოლაში მემორიალური დაფები გაიხსნა.

 

ცერემონიალს იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, წყალტუბოს მუნუციპალიტეტის თვითმმართველობის პირველი პირები: პაატა ახალაძე და კონსტანტინე მამისეიშვილი ესწრებოდნენ.

 

„წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლაში ორი წყალტუბოელი მებრძოლის მამუკა სამაკაშვილისა და ფილიპე მგალობლიშვილის მემორიოალური დაფები გაიხსნა, ისინი სწორედ ამ სკოლაში სწავლობდნენ, ჩვენ მოვუსმინეთ მამუკა სამაკაშვილის დედას ქალბატონ მზია სამაკაშვილს, რომელიც არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აღზარდოს ქართველმა დედამ მომავალი გმირი, როგორი უნდა გააგრძელოს სიცოცხლე და როგორ უნდა იამაყოს შვილის გმირობით.“ - აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა.

 

„რა დროც არ უნდა გავიდეს, ეს ტკივილი ისევ ისე მწარედ რჩება გულში, როგორც 7 წლის წინ, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო დიდი ტკივილით ვიხსენებთ ამ ომს. ის ვაჟკაცი ბიჭები, რომლებმაც თავი გაწირეს ჩვენი ქვეყნის ნათელი მომვალისთვის ნამდვილად გმირები არიან. ერთის მხრივ დასანანია, რომ მათ რიგებში ჩვენი თანამოქალაქეები, მამუკა სამაკაშვილი და ფილიპე მგალობლიშვილი არიან, მაგრამ მეორეს მხრივ საამაყოა, რომ ჩვენ ქალაქში ასეთი ადამიანები ცხოვრობდნენ, ეს პატარა მემორიალური დაფები, იმის ნიშანია, რომ მე–2 საჯარო სკოლაში მისულმა მასწავლებელებმა და მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ ცოდნის ტაძარში გაიზარდა ეს ორი გმირი, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის თავი შეწირეს.“ - განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა.

 

 

ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები იმყოფებოდნენ დაღუპული მებრძოლების საფლავებზე, აგვისტოს ომის გმირების ოჯახის წევრებს ფულადი ჯილდოებიც გადაეცათ.

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3351
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია