დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საჭიროა თუ არა სკოლაში შესვლამდე ბავშვის მეცადინეობა?
2015/08/09 10:08:20

საჭიროა თუ არა, რომ ბავშვს სკოლაში შესვლამდე დავაწყებინოთ მეცადინეობა, ნაადრევად ავათვისებინოთ სასკოლო პროგრამა, არის თუ არა დამოკიდებული ადრეულ მომზადებაზე სკოლაში მიღწეული წარმატებები. ნაადრევი სწავლების მეთოდებზე ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყეს მუშაობა. დღეს კი ფსიქოლოგთა დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ინტელექტის დონეს გონების ვარჯიში უფრო განსაზღვრავს, ვიდრე გენებით გადაცემული მემკვიდრეობა. 



ნაადრევი განვითარება და სწავლების პროცესის დაჩქარება სხვადასხვა რამეა. მეთოდიკის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვს ადრიდანვე დავეხმაროთ პოტენციალის გამოვლენაში, გარემოსა და  საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში. ყურადღების, მეხსიერების, ლიგიკური აზროვნებისა და ფანტაზიის განვითარებაში. ოღონდ ამაში არ იგულისხმება ის, რომ სკოლაში შესვლამდე ასწავლოთ წერა-კითხვა. ფსიქოლოგებისა და მასწავლებლების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ დღევანდელ ჰიპერაქტიურ ბავშვებს ადრე წერა-კითხვის სწავლამ შეიძლება, შემდეგ უკვე სკოლაში სწავლისადმი ინტერესი გაუქროს. გვირჩევენ, უბრალოდ ასოების და ციფრების ცნობა ვასწავლოთ, თუ თავად უნდა რაიმეს წერა, მივუშვათ ნებაზე, მაგრამ ჩვენ არ დავაძალოთ წერა. ჯობს, ფიგურების, ფერების გარჩევა იცოდეს კარგად, სწორი ხაზის გასმა, ისეთი უნარები, რაც შემდგომში სწავლაში დაეხმარება. ასე უფრო მეტი ინტერესი ექნება სკოლისადმი. 

 

ბავშვები, ვისაც ამ უნარებს ადრეული ასაკიდანვე უვითარებენ, უფრო ინტერესიანები არიან, სასკოლო პროგრამას ადვილად ძლევენ და ახალ მასალასაც უკეთ ითვისებენ. 

 


ინტელექტისა და გონების განვითარება უმცირესი ასაკიდან უნდა დაიწყოთ. ახალშობილის აქტიური ფიზიკური განვითარება ინტელექტსაც "ეხმარება". მაგალითად, მცირე მოტორიკის გავარჯიშება სასაუბრო უნარებს აძლიერებს. ვარჯიში კი მარჯვენა-მარცხენას, ზედა და ქვედა მიმართულებას ასწავლის.

 

გახსოვდეთ


- სასწავლო უნარების განვითარება 3 წლამდე ასაკში უნდა დაიწყოთ
- 4 წლისთვის ამ უნარების 50% უნდა დაძლიოთ, დანარჩენი - 8 წლამდე

სასარგებლო რჩევები


- დაბადებიდანვე დაიწყეთ ბავშვის განვითარება, რაც უფრო პატარაა, უკეთ ითვისებს.
- დიდი ყურადღება მიაქციეთ ემოციურ მხარეს, რაც შეიძლება ბევრი ესაუბრეთ, ინტონაციები გამოკვეთეთ, მოეფერეთ.
- მეტი გასაქანი მიეცით მის ფანტაზიას, ნუ შეზღუდავთ, პირიქით, თავად შეიწუხეთ თავი მისი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. 
- თავს არ მოახვიოთ სტერეოტიპები.
- გააცანით ხელოვნების სამყარო, გაუჩინეთ შემოქმედებითი ინტერესები
- ბავშვის ნაადრევი განითარება თქვენი ამბიციების დასაკმაყოფილებლად არ უნდა გამოიყენოთ.
სავარჯიშოები ყოველთვის დადებითი განწყობით შეასრულეთ, ყოყველგვარი დაძალების გარეშე. რაც მთავარია, ნუ დაისახავთ კონკრეტულ მიზანს. იყავით მომთმენი და დაეხმარეთ ბავშვს, თავისი შესაძლებლობები გამოავლონოს. 

 

წყარო: http://www.mshoblebi.ge/


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2701
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია