დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გელათის ქუჩაზე გზის საფარის დაგება დღეს დაიწყო
2015/08/08 18:46:46

ორი დღის წინ ქუთაისში გელათის ქუჩის მხოვრებლებმა გზა გადაკეტეს და მათ ქუჩაზე გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოები გააპროტესტეს. აქაურების თქმით, ქუჩაზე მოძრავი მძიმეტონიანი ავტომანქანები მათ სახლებში ცხოვრებას გაუსაძლისს ხდიდა დაგროვილი მტვრის გამო. ამასთან, ხდებოდა ახლადგაყვანილი წყლის მილების დაზიანებაც. მოსახლეობა სამუშაოების დაჩქარებას ითხოვდა. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ამ ქუჩაზე ასფალტის დაგება უკვე დაიწყო. 

 

დღეს გელათის ქუჩაზე გზის საფარის დაგება დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს „გზამშენი 21“ ასრულებს. პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი აფინანსებს.ქალაქში ყველაზე მსხვილი პროექტის, გელათის ქუჩის რეაბილიტაცია 2 925 000 ლარი ჯდება. ასფალტის პირველი ფენა 2 კვირაში დასრულდება და გზა გავლადი იქნება. 


გელათის ქუჩაზე სრულად შეიცვალა წყლის სისტემა. წყლით უზრუნველყოფილი იქნება ის ქუჩები, რომლებსაც წყალი არასოდეს არ მიეწოდებოდა. ასევე გაკეთდა საყრდენი კედლები, ბორდიურები, დახურული და ღია სანიაღვრე სისტემები, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2349
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია