საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერია ეზოების კეთილმოსაწყობად თანხის გაორმაგებას აპირებს
2015/08/07 12:44:03

ქუთაისში რამბენიმე ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. 

 

ეზოების მოსაწესრიგებლად თანხები რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო. ამ ეტაპზე 42 ეზოს კეთილმოწყობაა დასრულებული. ეზოებში ასფალტის საფარის დაგება თანადაფინანსებით ხდება, თვითმმართველობა აფინანსებს 90%-ს მოსახლეობა კი თანხის 10%-ს იხდის.

 

ქუთაისის მერმა ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

 

„წელს დაპროექტებულია 62 ეზო. წლის ბოლომდე ვეცდებით, მოვიზიდოთ დამატებითი თანხები, რათა ქალაქში მეტი ეზოს კეთილმოწყობა მოხდეს. ბოლო 2 წელია მნიშვნელოვნად გაიზარდა განცხადებები ეზოების კეთილმოწყობასთან დაკავშირებით. მარტო 2014 წელს 136 ეზო მოწესრიგდა. ჩვენ ასევე ვეცდებით, რომ მომავალ წელს ამ პროგრამის დაფინანსება გავაორმაგოთ.“ - აღნიშნა შოთა მურღულიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5635
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია