დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ბაგა-ბაღების თანამშრომლები – ტესტირების მოლოდინში
2015/08/07 11:52:57

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლები ატესტაციისა და ტესტირების მოლოდინში არიან. 

 

წესის შესაბამისად, ორი კვირის შემდეგ დასახელდება ატესტაციის პირველი ეტაპისა - ტესტირების და მე-2 ეტაპის - გასაუბრების თარიღები. ატესტაციას გაივლიან ააიპ-ს ადმინისტრაციის თანამშრომლები. ასევე, სახელშეკრულებო ურთიერთობების გაგრძელების სურვილის გამოხატვის შემთხვევაში, ტესტირების ეტაპის გადალახვა მოუწევთ ფილიალის მმართველად მყოფ პიროვნებებს. მათ გაუკეთდათ შეთავაზება , რომ ტესტირებამდე დარჩნენ ხელშეკრულებით (მათი სურვილის შესაბამისად) რადგან ტესტირების გავლამდე არ ჰქონდეთ სამუშაოს ხანგძლივობის წყვეტა.

 


ტესტირების მეთოდიკით განისაზღვრება ტესტის შედგენისა და ტესტირების ჩატარების პროცედურები. ტესტირების მიზანია, შეფასდეს მონაწილის ცოდნა და უნარ-ჩვევები. ტესტირების მიზნიდან გამომდინარე, ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან: ტესტის პირველი ნაწილი მიმართულია მონაწილის ცოდნის შესაფასებლად, ხოლო მეორე ნაწილი ემსახურება უნარ-ჩვევების დადგენას. მინიმალური ბარიერია 65% 100 კითხვიდან. ტესტის ხანგძლივობა 4 საათი. 
ააიპ- დაწესებულებების თანამშრომლებს, რეორგანიზაციის და ატესტაციის შესახებ რამდენიმე თვის წინ ეცნობათ.

 

 

ქუთაისის მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძე ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდა და ატესტაციის, ტესტირების ეტაპების ჩატარების პროცედურა გააცნო.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4974
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია