დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
17 ქანდაკება, რომელიც უდავოდ მოგხიბლავთ
2015/08/07 10:45:36

პოეტი მიხაილ ემინესკუ, რუმინეთი

 

მიხაილ ემინესკუს სახელი დღეს წმინდად ითვლება ნებისმიერი რუმინელისა თუ მოლდოველისთვის. მის პატივსაცემადაა სწორედ ეს სკულპტურა აგებული, რომელიც უფრო მიმზიდველი დაისის დროს ხდება.

 

 

გაფართოება, აშშ

 

 

ეს გასაოცარი კომპოზიცია დღეისათვის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შედევრად თანამედროვე ხელოვნებაში. მოქანდაკე პეიჯ ბრედლი ამბობს, რომ „გაფართოება“ გახლავთ შედეგი მისი ფიქრებისა, რომელიც გაუჩნდა ადამიანის გამომსახველი ქანდაკებების მიმართ საზოგადოების კრიტიკული დამოკიდებულების გამო.

გადასვლა, პოლონეთი

 

პოლონეთი – ესაა ქვეყანა, რომელსაც წილად ხვდა დიდი სიძნელეები. ეს მემორიალი ეძღვნება სამხედრო მდგომარეობის კანონის მსხვერპლთ.

 

 

ჰიპოპოტამი, ტაივანი

 

 

ჰიპოპოტამების ქანდაკებები ტაიბეის ზოოპარკში ემსახურება ერთ რაიმეს – რამდენად მნიშვნელოვანია გარეული ცხოველების დაცვა.

 

 

 

ფეხსაცმელი მდინარე დუნაის ნაპირზე, უნგრეთი

 

 

 

თავისუფლება, აშშ

 

 

ზანოს ფრუდაკისის სკულპტურა გამოხატავს ერთ ადამიანს, რომელიც გამოიყოფა ნაბიჯ-ნაბიჯ ნაცრისფერი სახეების, ხელების და ფეხების მასიდან.

 

 

 

მოცურავე ბიჭები, სინგაპური

 

 

ებრაელთა ხსოვნის მემორიალი, კრაკოვი

 

სკამები შეგვახსენებს, რომ ებრაელების გამოსახელბის პერიოდში, გეტოში, ქუჩებში გამოჰქონდათ მთელი ავეჯი, რათა არავის დაემალა ბავშვები.

 

 

 

ლოსოსის ქანდაკება, აშშ

 

ლოსოსის ქანდაკებამ პორტლენდში „გახვრიტა“ ერთ-ერთი შენობა...

 

 

ლომები, დიდი ბრიტანეთი

 

 

შავი ლომები, რომელიც შექმნა პროფესიონალმა მოქანდაკემ კენდრი ჰეისტმა, იცავენ ლონდონის ტაუერს დაუპატიჟებელი სტუმრებისაგან.

 

 

დედა ობობოას ქანდაკება, ტოკიო

 

9 მეტრიანი ქანდაკება შექმნილია უჟანგავი მეტალისა და მარმარილოსაგან 2007 წელს. „ეს ობობა ეძღვნება ჩემს დედას, რომელიც ჩემთვის საუკეთესო მეგობარი იყო,“ – ამბობს ქანდაკების ავტორი ლუიზა ბურჟუა. – „ობობასავით, ის მქსოველი იყო“...

 

 

 

კელიის გიგანტური ცხენები, შოტლანდია

 

მშენებლობა 7 წელი გრძელდებოდა. სკულპტურების სიმაღლე 30 მეტრს აღწევს და ეძღვნება გადამზიდავ ცხენებს, რომელთაც შოტლანდიური მრეწველობა და ეკონომიკა ააღორძინეს უმძიმესი ვაგონების, ბარჟების გადაზიდვით.

 

 

თავისუფლების ბილიკი, ვილნიუსი

 

„თავისუფლების ბილიკი“ – ეს ქანდაკება ეძღვნება ლიტვის სახელწიფოს აღდგენის 25-ე წლისთვას და იწვევს ქვეყნის ყველა მოქალაქეს თავისუფლების გზის გასაგრძელებლად.

 

 

ტელეფონის ჯიხურები, დიდი ბრიტანეთი

 

 

ქანდაკება დამზადებულია ჩამოწერილი სატელეფონო ჯიხურებისაგან, კლასიკური მოდელი კ6. ისაა სიმბოლო ეპოქისა, რომელიც, სამწუხაროდ, რჩება წარსულში, ვინაიდან ჯიხურები ჩაანაცვლა მობილურმა ტელეფონმა...

 

 

ემიგრანტები, ირლანდია

 

დიდი შიმშილობა ირლანდიაში – ამ მოვლენამ დიდი კვალი დატოვა ქვეყნის ისტორიაში. იმ რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანამ დაკარგა მოსახლეობის 20-25 პროცენტი. სწორედ ამ მოვლენას ეძღვნება დუბლინის ცენტრში აღმართული ეს ქანდაკებაც.

 

 

შეყვარებული დრაკონები, ბულგარეთი

 

როგორც სკულპტურის ავტორი დ. ლაზარევი ამბობს, ზღაპრული პერსონაჟები მან იმიტომ შექმნა, რომ გაეხარებინა ბავშვები – სულ ახლოს ხომ წყლის აუზია, სადაც ბავშვები ვარჯიშობენ. 

წყარო: www.adme.ru

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9072
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია