დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციამ სოფლის მეურნეობის საკითხებზე საინფორმაციო კამპანია დაიწყო
ავტორი: ნატო გუბელაძე
2015/08/06 19:16:45

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციამ  სოფლის მეურნეობის საკითხებზე ადგილობრივი საზოგადოების ინფორმირების კამპანია დაიწყო.

კამპანიის ძირითადი მიმართულება „სურსათის უვნებლობაა“

5 აგვისტოს „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მხარდაჭერით ასოციაციის წევრმა  გამოცემებმა უკვე გამართეს სამუშაო შეხვედრა. პროექტის დირექტორმა მაია მამულაშვილმა იმ აქტივობებზე ისაუბრა, რაც 10 თვის მანძილზე უნდა განხორციელდეს.

რეგიონული მედიის შეხვედრაზე მოწვეული იყო პარტნიორი ორგანიზაციის „მერსი ქორპსის“ ექსპერტი, შვეიცარიის თანამშრომლობის ფონდის მენეჯერის მოადგილე, ქალბატონი ლელა კობახიძე. ქალბატონმა ლელამ მედიის წარმომადგენლებს ის ინფორმაცია მიაწოდა, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება, როცა სურსათის უვნებლობის თემაზე მასალებს მოამზადებენ.

პროექტის ძირიტადი მიმართულებაა, რომ მიმდინარე წლის სექტემბრიდან საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის წევრ 14 გამოცემაში ყოველთვიურად განთავსდეს საინფორმაციო ჩანართები, რომელიც სურსათის უვნებლობის საკითხებზე ადგილობრივი საზოგადოების ინფორმირებას შეუწყობს ხელს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3571
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია