დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როკოს ბლოგი
დაგვიანებული წერილი თავდაცვის მინისტრის ვოიაჟზე
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/08/05 22:03:18

თავდაცვის მინისტრი დასავლეთ საქართველოში მდებარე სამხედრო ბაზებს სტუმრობდა 1 კვირის განმავლობაში. თინა ხიდაშელმა ქართული მედიის წარმომადგენლებთან ერთად   მოინახულა ბათუმის, სენაკის, ხონის, ქუთაისის და საჩხერის სამხედრო ბაზები.

 

31 ივლისს თინა ხიდაშელმა საჩხერის ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში სამხედროებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად შეაბიჯა. იქნებ ბევრმა არც იცის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მხოლოდ საჩხერის ბაზა გადაურჩა რუსულ აგრესიას. მაშინ ხმამაღლა საუბრობდნენ, რომ ბიძინას პატივისცემით არ დაიბომბა საჩხერე, რადგან პუტინთან ნათელმირონობა აკავშირებსო (!), სინამდვილეში კი საფრანგეთის ელჩის საჩხერეში ყოფნა უნდა ყოფილიყო სიმშვიდის გარანტი.

საჩხერის სამთო სკოლის მეთაურმა, ახალგაზრდა ოფიცერმა, კაპიტანმა ივანე ცხადაძემ პრეზენტაცია გამართა. მან ჟურნალისტებს სკოლის ისტორია, პერსპექტიული გეგმა-კალენდარი და სხვა საკითხები გააცნო.თავდაცვის მინისტრმა, გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და დასავლეთ სარდლობის მეთაურმა პოლკოვნიკმა მიხეილ სადუნიშვილმა სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა და სკოლის სამთო აღჭურვილობა დაათვალიერეს. დათვალიერების პარალელურად, სამხედრო სწავლებაში ჩაერთო მედიაკორპუსი. უმაღლესი სამხედრო პირებიდან გამოირჩეოდა ლევან ბერია, რომელსაც ზომიერი იუმორის გარდა გამორჩეული კომუნიკაბელობის უნარიც აღმოაჩნდა, თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ.

 

 საჩხერის ბაზა ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა იყო და ეს იცის საზოგადოებამ, ისევე, როგორც იცის ამის მიზეზი, თუმცა, რა თქმა უნდა, წლებთან ერთად, შენობას სჭირდება დახმარება, რათა შეინარჩუნოს მდგომარეობა. აქ არის რამდენიმე პრობლემა, მათ შორის ტყის მასივთან და კავშირებული, თუმცა დღეს ვესაუბრე გარემოს დაცვის მინისტრს და იმედია, რომ ის სწრაფად მოგვარდება. ასევე საჩხერის ბაზაზე წყლის პრობლემა აქვთ, რომელიც არ არის რთულად მოსაგვარებელი და ამასაც მალე მივხედავთ. განახლება სჭირდება თავად მოსამზადებელ სივრცესაც, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, თუმცა ფუნქციურად ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ყველაფერს უნდა მიხედოს თავდაცვის სამინისტრომ თავის პარტნიორებთან ერთად. ეს თავის დროზე ფრანგების გაკეთებულია და იმედი მაქვს, რომ პარტნიორებისგან დახმარება კვლავაც იქნება. გარდა ამისა, არსებობს სასწრაფო დახმარების პრობლემა, თუმცა, მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ დავით სერგეენკოს, რომლისგანაც პირობა მივიღეთ, რომ თავდაცვის სამინისტროს საჩუქრად გადასცემს რამდენიმე მანქანას, რომელიც სწორედ საჩხერის ბაზის მიერ იქნება გამოყენებული",  _ განუცხადა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს.

 

იქიდან გამომდინარე, რომ თავდაცვის მინისტრს საკმაო ხანია, ვიცნობ და ძალიან ბევრისგან განსხვავებით „ბატონო მინისტრს“ არ ვეძახდი, დრო ვიხელთე და ვთხოვე, რომ საჩხერის სამთო სკოლაში სხვა დროს  მისვლის უფლება მოეცა, რათა დამეწერა რაიმე ადამიანური ისტორია. ბუნებრივია, რომ თანხმობაც მივიღე.

საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი თინა ხიდაშელია, რომელმაც თავდაცვის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა და იმთავითვე დაიწყო მსჯელობა ამ საკითხზე სამი მიმართულებით: 1. ქალს რა უნდა თავდაცვის მინისტრად? 2.სამხედრო განათლება უნდა ჰქონდეს თუ არა თავდაცვის მინისტრს? 3. რესპუბლიკური პარტიის წევრს როგორ ანდობენ თავდაცვას?

ზოგადად, რესპუბლიკელები ხშირად ხვდებიან თავდასხმის ობიექტები უსაფუძვლო ბრალდებებით. თავად შევსწრებივარ, როგორი თავგამოდებით ამტკიცებდა „ქართული ოცნების“ დაბალი რგოლის წევრი ერთ-ერთ რესპუბლიკელზე, რომ ის შამპანურის ბოთლით სვამდა ღვინოს. აქვე დავამატებ და ვიტყვი, რომ „ის ღვთის პირისგან გადავარდნილი რესპი“ ალკოჰოლს საერთოდ არ სვამს.

უნდა დათანხმებულიყო თუ არა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრობას?  იმ პრინციპით, რომ  ხიდაშელი ქალია და მინისტრობაზე „ხელი უნდა ჩაექნია“, არასწორია. მსოფლიო და საქართველოს ისტორია ბევრ წარმატებულ ქალს იცნობს, მათ შორის მილიტარისტული პოზიციიდანაც. მსოფლიოში არსებულ ერთადერთ ზესახელმწიფოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, სამოქალაქო პირი ჰყავს პენტაგონის ხელმძღვანელად და ეს უკვე ნათელი მაგალითია, რომ არაა საჭირო მაინცდამაინც კომუნისტური ან პოსტკომუნისტური „აფიცერსკი ზვანიები“ ჰქონდეს თავდაცვის მინისტრს. რაც შეეხება რესპუბლიკელის მინისტრობას, ზოგადად, ხალხს იმდენად აქვს გული აყრილი პოლიტიკოსებზე, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, „ყველას მეხიმც ედღლიშების“, ერთი ხევსური დედაკაცის ლექსიკით რომ ვთქვათ.

ზოგადად, ქილიკის საგნად გადაიქცა არც ისე დიდი ხნის წინათ გერმანიის ელჩთან თავდაცვის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის „შეცოდება“, როცა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დროშა უკუღმა დაკიდეს. ეგებ ბევრმა არც იცოდეს და აქვე ჩავურთავ ამ ფაქტის ირაკლი ჩხვირკიასეულ გამოხმაურებას კორექტირებული ფორმით:

 

წერილი თინას დოიჩლანდიდან

ბითთე თინა!


ვირ ბინ ზეერ შეშფოთლაიზერ უნდ შეურაცხყოფილერ. ვაღუმ დუდაკიდუნგუნ ზერე დროშენ უკუღმენ? ინ დერ შულე გეოგრაფია არ გისწავლინუნგ თუ უნზერე ელჩენ გკიდია პანორამაზე? გროსერ დანქე ღმერთენ რომ ის თხელულვაშენისთ გარდაცვლილიგენ, თორემ ალლე ქოცენ ფლუგენ გეგენ ხოლერ!
-- ბოდიშენ, აბერ მაინე გერმანულე ზუსტად იმნაირენ რანაირენ დაკიდენდუ უნზერენ დროშენ, ხოდა ამ მაინე პანორამენ თუ ვერაფერი გაიგენ.

.. ფლუგენ გეგენ ხოლერ ვინც დუ მინისტრად დაგნიშნენგ!

ამ დროშის უკუღმა დაკიდუნგს უნებლიედ ერთი ფაქტიც დაემთხვა: მედიატურში ჩემი მეგობარი  ჟურნალისტი ეკა ლომიძეც მონაწილეობდა, რომელსაც, რატომღაც წითელი ემოსა, მე _ ყვითელი და საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს _ შავი. სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ და უნებლიედ გერმანიის დროშის ფერებით წარვდექით სოციალურ ქსელში და აქაც „უკუღმადაკიდუნგში“ დაგვადანაშაულეს.

 როცა საქმიანი შეხვედრა დასრულდა, ვახშამიც გაიმართა სამხედრო ნაწილის მუხნარში. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი საინტერესო ადამიანი იყო სუფრასთან, გასტრონომია მეასე ხარისხოვნად იქცა. წარმოიდგინეთ და ჩემი საყვარელი საქმე, ტყის სიჯანსაღის საკითხიც კი უყურადღებოდ დამრჩა. მერე, მოგვიანებით მითხრეს, რომ ,,საჩხერის გვარდიის“ მუხნარს ლაფანმჭამელა შეესიაო, ზოგმა _ ენდოტეა არისო, ამას ალბათ აგულაშვილის უწყება გაარკვევს, თუმცა თვალში მაინც მომხვდა ასეულობით პატარა ნერგი იმერული მუხებისა (იმერული მუხა ენდემია და ბუნებრივად მხოლოდ იმერეთში იზრდება. მას მოგრძო რკო აქვს და „ქუდიდან“ ადვილად ვარდება).

გვიანობამდე შევრჩით რამდენიმე ადამიანი თავდაცვის მინისტრთან (რომელსაც  თითქმის კლასიკურად ეცვა, ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ დრესკოდზე თითქმის ყოველთვის არის შენიშვნები ამ მინისტრის მიმართ) ერთადსუფრას. ზედმიწევნით ღია საუბარი გვქონდა ბევრ თემაზე, იყო მსუბუქი იუმორიც.

 ზემოთ ვთქვი და ორიოდე სიტყვით თემას განვავრცობ ლ. ბერიაზე (ინიციალით სპეციალურად ვწერ, ეგებ ვინმეს ლავრენტი ბერიას შთამომავალი ეგონოს, როგორც ადრე ერთ რუს ოფიცერს მოეჩვენა). ლევანი დროდადრო ჩაერთვებოდა საუბარში და ღიმილით ასრულებდა ყველა მონათხრობს. მერე, გვიან მითხრა, რომ ძალიან უყვარს ბუნება და წუხს, რომ „უმიწაწყლოა“ და სოფელში თუნდაც იმ მცირე დროს ვერ ატარებდა, რომელიც შვებულების სახით ათავისუფლებს სამხედრო საქმიანობისგან. იქვე დაამატა, რომ ქალაქში პატარა ვაჟს ეზოში ხშირად ფეხშიშველა ასეირნებს!


 ბოლოსდავამატებ, საჩხერეში დროშებიწაღმაეკიდა, თინასადამიანის სისხლი(არც ალკოჰოლი) არდაულევიაყანწითდადაძინებისწინარაღუვლენიალოცვასოროსისადმი!

 ბოლოსიტყვის ნაცვლად: ჩემი  არცერთი ახლობელი თავდაცვის სამინისტროში არ მუშაობს!

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2796
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია