დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვისაც გყავთ მანქანა და ახლოს გაჩერდება სხვა მანქანა, მიესალმეთ და ამით თქვენ მოუტანთ სიხარულს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/08/02 15:00:31

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის განცხადებით, ყოველი ადამიანი უნდა იყოს სხვა ადამიანის გამხარებელი. 


ინტერპრესნიუსის ცნობით,როგორც პატრიარქმა დღეს საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, ის დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა, რა არის ადამიანის მთავარი მოვალეობა და მისია, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა სასარგებლო ერის, საკუთარი თავისა და ღვთის სათნოდ.


"მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ ყოველი ადამიანი უნდა იყოს მახარებელი, სხვა ადამიანის გამხარებელი. პავლე მოციქული ამბობს: ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ერთად აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი. აი, ეს არის ჩვენი მთავარი მისია. ამ წლების განმავლობაში და ჯერ კიდევ ბავშვობაში მე მუდამ მქონდა სურვილი, რომ სიხარული მომეტანა სხვებისთვის – მშობლებისთვის, და-ძმებისთვის, ნათესავებისთვის, ნაცნობებისთვის და ღვთის წყალობით, მე ამას ვაკეთებდი", - აღნიშნა პატრიარქმა. 


მან ასევე გაიხსენა ერთი ადამიანის ამბავი, რომელსაც ჰყავს მანქანა და ამბობდა, რომ როდესაც ქუჩაში დგას და მასთან ძალიან ახლოს ჩერდება სხვა მანქანა, ის მძღოლს ესალმება და ხელით ანიშნებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, თავადაც იგივე გააკეთონ. 
"მე მინდა, რომ ეს წესი შემოვიდეს ჩვენთან. ვისაც გყავთ მანქანა და ახლოს გაჩერდება სხვა მანქანა, მიესალმეთ და ამით თქვენ მოუტანთ სიხარულს. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა", - აღნიშნა პატრიარქმა. მან მრევლს ილიაობის დღესასწაული მიულოცა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 22323
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია