საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
თავდაცვის მინისტრი საჩხერის სამთო მომზადების სკოლას სტუმრობდა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/08/01 11:25:44

თავდაცვის მინისტრი დასავლეთ საქართველოში მდებარე სამხედრო ბაზებს სტუმრობდა. თინა ხიდაშელმა მედიის წარმომადგენლებთან ერთად  უკვე მოინახულა ბათუმის, სენაკის, ხონის და ქუთაისის სამხედრო ბაზები. ამჟერად ის საჩხერეში იმყოფებოდა. დასავლეთის მიმართულების საჯარისო დანაყოფების შემდეგ თინა ხიდაშელი გორს ეწვევა.


31 ივლისს თინა ხიდაშელმა ქართული მედიასაშუალბების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა საჩხერის ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაც.


სამთო სკოლის მეთაურმა, კაპიტანმა ივანე ცხადაძემ პრეზენტაცია გამართა, მან ჟურნალისტებს სკოლის ისტორია, პერსპექტიული გეგმა-კალენდარი და სხვა საკითხები გააცნო.

თავდაცვის მინისტრმა, გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და დასავლეთ სარდლობის მეთაურმა პოლკოვნიკმა მიხეილ სადუნიშვილმა სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა და სკოლის სამთო აღჭურვილობა დაათვალიერეს. დათვალიერების პარალელურად, სამხედრო სწავლებაში ჩაერთო მედიაკორპუსი.


 "საჩხერის ბაზა ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა იყო და ეს იცის საზოგადოებამ, ისევე, როგორც იცის ამის მიზეზი, თუმცა, რა თქმა უნდა, წლებთან ერთად, შენობას სჭირდება დახმარება, რათა შეინარჩუნოს მდგომარეობა. აქ არის რამდენიმე პრობლემა, მათ შორის ტყის მასივთან დაკავშირებული, თუმცა დღეს ვესაუბრე გარემოს დაცვის მინისტრს და იმედია, რომ ის სწრაფად მოგვარდება. ასევე საჩხერის ბაზაზე წყლის პრობლემა აქვთ, რომელიც არ არის რთულად მოსაგვარებელი და ამასაც მალე მივხედავთ. განახლება სჭირდება თავად მოსამზადებელ სივრცესაც, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, თუმცა ფუნქციურად ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ყველაფერს უნდა მიხედოს თავდაცვის სამინისტრომ თავის პარტნიორებთან ერთად. ეს თავის დროზე ფრანგების გაკეთებულია და იმედი მაქვს, რომ პარტნიორებისგან დახმარება კვლავაც იქნება. გარდა ამისა, არსებობს სასწრაფო დახმარების პრობლემა, თუმცა, მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ დავით სერგეენკოს, რომლისგანაც პირობა მივიღეთ, რომ თავდაცვის სამინისტროს საჩუქრად გადასცემს რამდენიმე მანქანას, რომელიც სწორედ საჩხერის ბაზის მიერ იქნება გამოყენებული", - განუცხადა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს.

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3002
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია