დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
ევროპის საფეხბურთო თასების პრეზენტაცია ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში
2015/07/31 19:20:44

დღეს ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ევროპული საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული სამი თასის – ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და უეფას სუპერ თასების საპრეზენტაციო ღონისძიება გაიმართა. თასის წარდგენის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მიიღეს.

 

მოედანზე შეკრებილ გულშემტკივრებს ევროპის საფეხბურთო თასების ნახვისა და ფოტოების გადაღების საშუალება ჰქონდათ.

 

სუპერთასის საორგანიზაციო ჯგუფი მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუთაისის გარდა, 10 ქალაქს თასთან ერთად მოივლის. აგვისტოს დასაწყისში კი მთავარი სპორტული მოვლენა კვალვ თბილისში გადაინაცვლებს.

 

უეფას სუპერთასის მატჩი 2015 წლის 11 აგვისტოს ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გაიმართება, სადაც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგისა და უეფას ევროპის ლიპის გამარჯვებულები შეხვდებიან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 13600
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია