დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერია - „რუსთავი 2“-მა ალტერნატიულ ადგილზე კონცერტი არ ჩაატარა
2015/07/31 19:09:29

 ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ „რუსთავი2“-მა შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე კონცერტი არ ჩაატარა.

მერიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ნათქვამია: 


ბოლო დღეებში მედიასაშუალებებით კიდევ ერთხელ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, ქუთაისში ,,რუსთავი 2“-ის მიერ დაგეგმილი კონცერტის ჩატარების შესახებ. საუბარია თითქოს ქალაქის მერია ხელოვნურად ქმნის პრობლემებს კონცერტის არჩატარების მიზნით.


განვმარტავთ, რომ ,,რუსთავი 2“-მა მოითხოვა კონცერტის ჩატარება ცენტრალურ მოედანზე, რაც გამოიწვევდა ძირითადი სატრანსპორტო კვანძის გადაკეტვას. მაშინ როცა ცენტრალური მოედნის დამაკავშირებელ 2 მთავარ ქუჩაზე მაშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს (გვარდება ქუთაისის წყალმომარაგების პრობლემა) (.იხ.რუკა). აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერიამ არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია, მათ შორის სამუშაოების წარმოების დოკუმენტაცია და ცენტრალური მოედნის დამაკავშირებელი ქუჩების სიტუაციური რუკა 
სამწუხაროდ რუსთავი 2-მა ეს ინფორმაცია ბოლომდე არ გაავრცელა. მათი გენერალური დირექტორის მიერ 2015 წლის 17 ივლისს 9 საათიან კურიერში გაკეთდა ქალაქის ხელმძღვანელობის მიმართ არაკორექტული განცხადება, ასევე აღინიშნა, რომ ერთი კვირის თავზე კონცერტი გაიმართებოდა ქალაქ ქუთაისში ბალახვნის მოედანზე. (იხილეთ 17 ივლისის 9 საათიანი კურიერი; დრო 21:20-21:21). აღნიშნულ ადგილზე კონცერტის ჩატარების წინააღმდეგი ქალაქის მერია არ ყოფილა. 


ბალახვნის მოედანზე ,,რუსთავი 2“ -ის მიერ კონცერტი არ ჩატარდა და კონცერტზე მისულ ადამიანებს ,,რუსთავი2“ არ დახვდა. შესაბამისად მოტყუებული დარჩა ქალაქის მოსახლეობა. 


რუსთავი 2-ს ვთხოვთ აუხსნას ქუთაისის მოტყუებულ მოსახლეობას, თუ რატომ არ ჩატარდა 24-25 ივლისს კონცერტი ქუთაისში, რათა აღნიშნული აღარ გახდეს სპეკულირების საბაბი._ აცხადებენ ქუთაისის მერიაში.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2619
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია