საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ახალ შუქნიშნებს ამონტაჟებენ
2015/07/31 10:21:09

ქუთაისში ახალი შუქნიშნების დამონტაჟება მიმდინარეობს.


საგზაო-საავტომობილო მოძრაობის რეგულირების შუქნიშნების, ასევე ფეხით მოსიარულეთა რეგულირების შუქნიშნების მოწყობა, ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობს. ფოლკლორის სასახლესთან, გალაკტიონ ტაბიძისა და აღმაშენებლის გამზირის გადაკვეთაზე, წერეთლისა და მანდარიას ქუჩების კვეთაზე, ასევე აბაშიძისა და შარტავას ქუჩების გადაკვეთაზე ახალი შუქნიშნები დამონტაჟდება. სამუშაოებს შ.პ.ს „გლობალსერვისი“ ასრულებს. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 85.522 ლარი იხარჯება. ასევე ამ ადგილებში მოხდება ძველი შუქნიშნების დემონტაჟი. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2323
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია