დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რის გამო უპირისპირდება ქუთაისის მერია არასამთავრობო ორგანიზაციას
2015/07/30 14:06:43

ქუთაისის მერიის პრესსამსახური არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორის“ წინააღმდეგ, რომლის ინფორმაცია ვებგვერდ editor.ge-ზე გამოქვეყნდა, კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს.  მერიის განცხადებაში უარყოფილია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ყველა ინფორმაცია. გთავაზობთ მერიის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციას:

 

„მედიატორი“ კვლავ განაგრძობს სიცრუის ტირაჟირებას. ამჯერად გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომელიც შეეხება ააიპ ,,სპეციალური სერვისები“ -ს მიერ მსუბუქ ავტომანქანების შესყიდვას. დავიწყოთ იმით,რომ ინფორმაცია ზუსტიც რომ იყოს, რა შუაშია ქალაქის მერის ფოტოსურათი ააიპ-ის საქმიანობასთან? „სპეციალურ სერვისებს“ დამტკიცებული აქვს ბიუჯეტი და ბოლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაეზარდა ფუნქციები:


ქალაქის დაგვა-დასუფთავება. ქუთაისში აღნიშნული მაღალ დონეზე ხორციელდება, რისთვისაც თითოეული ქუთაისელის მადლობას იმსახურებს ასობით მეეზოვე და მენეჯმენტი სანიაღვრე სისტემის გაწმენდითი სამუშაოები - ქალაქში მოქმედი ყველა სანიაღვრე ქსელი რეგულარულად იწმინდება და ძლიერი წვიმების დროს ქალაქის ქუჩების დატბორვის ფაქტი არ დაფიქსირებულა
ხეების გადაბელვა - წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენს ოპერატიული რეაგირება ქალაქში არსებული ხეების გადაბელვასთან დაკავშირებით. აღნიშნული ფუნქცია "სპეციალურ სერვისებს" 2015 წელს გადაეცა და ინტენსიურად მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. რამოდენიმე თვეში აღნიშნული პრობლემა ქუთაიში დიდწილად მოგვარებულად შეიძლება ჩაითვალოს
გზების დახაზვა და საგზაო ნიშნების მონტაჟი - აღნიშნული ფუნქცია ერთი თვეა რაც გადაეცა "სპეციალურ სერვისებს" და უკვე შეიძინეს შესაბამისი აპარატურა. აგვისტოს თვეში ქალაქის ძირითადი ქუჩები სტანდარტების მიხედვით დაიხაზება და მოწესრიგდება.
უპატრონო ცხოველების მართვა - აღნიშნული ფუნქცია "სპეციალური სერვისებს" 2015 წლის აგვისტოდან გადაეცემა. უკვე დაწყებულია შესაბამისი თავშესაფრის მოძიება/მოწყობა და ავტომობილებისა და ხელსაწყოების შეძენა

 

მედიატორისთვის რთული გასაგებია, რომ ამდენი ფუნქციის შესრულებას ჭირდება მენეჯმენტი და შესაბამისი ინსპექტირების ჯგუფების მიერ სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი. ამისათვის რაც არ უნდა გასაკვირი იყოს საჭიროა ავტოსატრანსპორტო საშუალებებიც. 
დამატებითი ფუნქციების გადაცემამ გამოიწვია დამატებითი მანქანების შეძენის აუცილებლობა, რაც ლოგიკურია. ეკონომიკური გათვლების შესაბამისად გადაწყდა, რომ მანქანების შეძენის დროს "სპეციალურ სერვისებს" მოეთხოვა არანაკლებ 3 წლის საგარანტიო პერიოდი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ექსპლუატაციის ხარჯებს. ყველა დაწესებულებამ იცის, რომ მეორადი ავტომობილის შეძენა ძალიან დიდ შენახვის ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე დაბალი კონფიგურაციის, ეკონომიური და დაბალფასიანი ავტომობილების შეძენის შესახებ. მარტივად შეგვიძლია გადავამოწმოთ, რომ სამწლიანი საგარანტიო პერიოდის მქონე ყველაზე დაბალფასიან ავტომობილებზეა საუბარი. ვისაც ავტომობილის კონფიგურაცია ესმის დაგვეთანხმება, რომ 1,2 ლიტრის მქონე ძრავზე იაფფასიანი და არაკომფორტული მანქანა ბაზარზე არ არის წარმოდგენილი.

 

რაც შეეხება მედიატორის განცხადებას, რომ მაღალი თანამდებობის პირები იწყობენ კომფორტს აქაც სიცრუესთან გვაქვს საქმე. ააიპ,,სპეციალური სერვისები“-ავტომობილებს ინსპექტირების ჯგუფისთვის ყიდულობს. მათი საქმიანობა საკმაოდ შრომატევადია, ამიტომ შეუძლებელია მათ ავტომობილის გარეშე უზრუნველყონ შესაბამისის სერვისები.


,,მედიატორის“ მიერ გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია აღმოჩენა არ ყოფილა ის საჯაროა ყველა მოქალაქისთვის, მაგრამ ,,მედიატორს“ წაკითხულის ფურცელზე სწორად გადმოტანის პრობლემა ნამდვილად აქვს. 


ჩვენ ამოვიღეთ ,,მედიატორის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, გავხაზეთ ის ადგილები სადაც აბსურდზე მეტად მნიშვნელოვანი, წაკითხულის სწორად გაგების პრობლემა, აღმოვაჩინეთ. მეტიც , მედიატორის წევრი მედეა კახიძის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქუთაისი დედაქალაქია და ქუთაისის მერია დედაქალაქის ბიუჯეტს ხარჯავს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2885
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია