საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ბანაკი ქუთაისელი მოზარდებისთვის ქობულეთში
2015/07/30 13:42:51

გენდერული განათლება ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის - კულტურულ- ჰუმანიტარულ ფონდ სოხუმის", ქალაქ ქუთაისის მერიის,  ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოს (გსს) და ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ინიციატივით ქობულეთში 25 ივლისიდან   2 აგვისტომდე ფუნქციონირებს მოზარდთა ბანაკი, რომელშიც ქალაქში არსებული სხვადასხვა სპორტული სკოლის 45 მონაწილეა ჩართული.

 

ბანაკში ახალგაზრდები დაკავებულნი არიან როგორც სპორტული, ასევე საგანმანათლებო, შემეცნებითი, საინფორმაციო და კულტურული ღონისძიებებით. ტარდება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები.  დიდი ინტერესი გამოიწვია ქუთაისელი ძიუდოისტი გოგონებისა და თბილისის ლერი ხაბელოვის სახელობის ძიუდოს სკოლის ვაჟების ჭიდაობამ, რომელიც სპორტსმენების დამეგობრებით დასრულდა.

 

როგორც პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, მსგავსი პროექტები მომავალშიც იგეგმება.

 

 

მანანა ლეშკაშელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 13045
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია