დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
1000 ლარის გამო ჩაშლილი ბესიკ ქუთათელაძის სახელობის ტურნირი საჩხერეში
2015/07/29 16:51:32

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოხდა დაპირისპირება საჩხერის სპორტსკოლის დირექტორ მამუკა გაფრინდაშვილსა და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელ მალხაზ ბაზაძეს შორის.  Psnews.ge  შეეცადა, გაერკვია, რამდენად შეესაბამებოდა ეს ინფორმაცია სიმართლეს. ამისათვის გავესაუბრეთ საჩხერის სპორტსკოლის დირექტორს, რომელმაც აღნიშნული ფაქტი დაგვიდასტურა.

 

როგორც ირკვევა, მამუკა გაფრინდაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ძიუდოში ბესიკ ქუთათელაძის სახელობის ტურნირის ჩასატარებლად,  მცირედი ფინანსური დახმარება, დაახლოებით 1000 ლარის გამოყოფა სთხოვა. როგორც გაფრინდაშვილი აცხადებს, დანარჩენი თანხის მოძიებას საკუთარი ხარჯებით აპირებდა (მიუხედავად იმისა, რომ დირექტორის ხელფასი მხოლოდ 444 ლარს შეადგენს).

 

ბაზაძისა და გაფრინდაშვილის საუბრის შემდეგ, 12 ივნისს მამაუკა გაფრინდაშვილმა წერილით მიმართა მუნიციპალიტეტს, რამდენიმე დღეში კი შეიტყო, რომ მუნიციპალიტეტი არ აპირებდა ბესიკ ქუთათელაძის ტურნირის დაფინანსებას. ამ დროისთვის გაფრინდაშვილს უკვე მოწვეული ჰყავდა ტურნირისთვის 14 გუნდი,  არამარტო საქართველოდან, არამედ საზღვარგარეთიდან (აზერბაიჯანიდან).

 

მიუხედავად იმისა, რომ გაფრინდაშვილს დადებითი პასუხის დიდი იმედი ჰქონდა, საჩხერის გამოგეობამ მისი თხოვნის წერილს უარით უპასუხა, შესაბამისად, ძიუდოს ტურნირი საჩხერეში, ალბათ, ვეღარ ჩატარდება.

 

მამუკა გაფრინდაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ეს ფაქტი მისთვის სამწუხაროა. გარდა ამისა, მისი თქმით, მას ცილს სწამებენ, რომ იგი უკანონო აუდიოჩანაწერებს ახორციელებდა.

 

საჩხერის სპორტსკოლას კიდევ აქვს სხვა პრობლემებიც, რომელზეც ჯერჯერობით მუნიციპალიტეტს რეაგირება არ მოუხდენია, მაგალითად: სპორტსკოლას ესაჭიროება სარესტავრაციო სამუშაოები, რაზეც სპორტსკოლის დირექტორმა თხოვნით მიმართა მუნიციპალიტეტს და პასუხს ელოდება.

 

ჩვენთან საუბრისას მამუკა გაფრინდაშვილმა ახსენა საჩხერის ძალოსნები, რომელთაც სავარჯიშო დარბაზი საერთოდ არ აქვთ და შეხიზნულები არიან ერთ-ერთ სასადილოში, სადაც მათ არასათანადო პირობებში უწევთ ვარჯიში. მიუხედავად ამისა, საჩხერეს უამრავი წარმატებული ძალოსანი ჰყავს.

 

როგორც ამბობენ, ჯერჯერობით, საჩხერის მუნიციპალიტეტში მხოლოდ პროექტი დევს ძალოსნობის დარბაზისა.

 

ჩვენ დავუკავშირდით საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელმაც სპორტსკოლის დირექციასთან დაპირისპირება გამორიცხა და აღნიშნა, რომ 1000 ლარი ორგანიზატორმა მოითხოვა სარესტორნო მომსახურებისთვის, რაც არ ჩათვალეს მიზანშეწონილად.  როგოგრც გამგებელი აცხადებს, თავის მხრივ, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აღნიშნული ღონისძიების გამართვას 2016 წელს მასშტაბურად გეგმავს.


ირაკლი ტაბატაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 13584
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია