დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სავანესა და ივანწმინდაში წყალს 1200 აბონენტი მიიღებს
2015/07/29 16:39:02

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის სისტემების მშენებლობის პროცესი გრძლედება. ამ ეტაპზე სავანესა და ივანწმინდაში ორი მასშტაბური პროექტი ხორციელდება, სამუშაოების დასრულების შემდეგ 1200 – ზე მეტი ოჯახი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.

 

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ დაათვალიერეს. სოფელ სავანეში წყლის სისტემის მშენებლობაზე 720 000, ხოლო ივანწმინდაში 250 000 ლარი დაიხარჯება.


საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეში, ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. აკაკი წერეთლის ძიძისეულ კარ–მიდამომდე მისასვლელ 4 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. გზას ტურისტული დატვირთვა აქვს და შესაბამისად, მუნიციპალიტეტში აღნიშნული მიმართულების განვითარებასაც შეუწყობს ხელს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 2 008 218 ლარით ფინანსდება

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2688
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია