დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ოლიმპური ფესტივალი _ დღე მესამე
2015/07/29 16:32:02

ევროპის მე–13 ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ გრძელდება. შეჯიბრების მესამე დღეს რამდენიმე სახეობაში უკვე გაიმართა შეჯიბრები.

ძიუდო

60 კგ წონით კატეგორიაში რობინზონ ბეგლარიშვილმა ორი შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალშია. ქართველმა ძიუდოისტმა ჯერ სომეხი ტიგრან ბადალიანი დაამარცხა იპონით, შემდეგ კი აზერბაიჯანელ ისმაილ იბრაჰიმოვსაც ვადაზე ადრე მოუმთავრა საქმე.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილიც ნახევარფინალშია. მერვედფინალურ ეტაპზე ქართველმა სპორტსმენმა მოლდველი კონსტანტინ გაბუნი შიდოთი დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში ებრაელი ოფეკ შანი ჯერ ვაზარზე დასცა, შემდეგ კი შებოჭა და ვადაზე დაასრულებინა ჭიდაობა.

ჩოგბურთი

ერთეულთა თანრიგის მესამე წრეში ქართველმა ნიკოლოზ დავლიანიძემ ბელორუსი ანნეი ლასკა ორ სეტში ანგარიშით 6:1 6:4 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

 დავით ჭელიძე კი, მესამე წრეში რუმინელ ფრანსისკე პალოსისთან 4:6 0:6 დამარცხდა, და მედლებისათვის ბრძოლას გამოეთიშა.

სამაგიეროდ, ჭელიძეს შანსი აქვს წყვილთა თანრიგში, სადაც ნიკოლოზ დავლიანიძესთან ერთად ავსტრიელი ჩოგბურთელების დუეტს შეხვდება.

მძლეოსნობა

ვაჟთა შორის 400 მეტრზე თარჯრბენში ქართველი დავით ლუკავამ სეზონში თავისი საუკეთესო შედეგი (54.54 ) დააფიქსირა და ფინალში გავიდა. ამ შედეგით ჩვენებური კვალიფიკაციაში მეორე ადგილზე გავიდა. პირველი კი ესპანელი ალექს კანტონსი გახდა, რომელმაც დისტანცია 53.54 წამში დაფარა.

ლუკავა ფინალში მედლის მოპოვების რეალური კანდიდატია.

ცურვა

100 მეტრზე გოგონებს შორის ბრასით ცურვაში საკვალიფიკაციო გაცურვების საუკეთესო შედეგი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა კეტი ენ რობერტსონმა აჩვენა _ 1:12:34. მეორე ადგილზე სლოვენიელი ტინა ჩელიკი გავიდა, მესამეზე _ შვედი ჰანა ბრუნზელი.

გოგონათა შორის 200 მეტრ გულაღმა ცურვის საკვალიფიკაციო ეტაპზეც საუკეთესო შედეგი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა აჩვენა _ სოფი ლეი ობა პირველი შედეგით გავიდა ფინალში და მეორე ადგილოსან სლოვენიელ იანია იამშეკს თითქმის 2 წამით მოუგო. მესამე ადგილიზე კი მოლდოველი სპორტსმენი ტატიანა სალჩუტანა გავიდა.

400 მეტრ თავისუფალი ყაიდით ცურვაში გოგონებს შორის საუკეთესო შედეგი ირლანდიელი ანტუანეტ ნიმტმა აჩვენა. მეორე შედეგი აქამდე ორი ოქროს მომგებ უნგრელ აინია კეშელს ჰქონდა და სავარაუდოდ მისი გასამებისთვის ფინალში იბრძოლებს.

ფრენბურთი

პოლონეთის ვაჟ ფრენბურლთელთა ნაკრებმა ბოლო ტურში ბულგარეთი ანგარიში 3:0 დაამარცხეს, ჯგუფური ეტაპი სამი გამარჯვებით დაასრულეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

მარცხის მიუხედავად ბულგარეთმა ჯგუფში მეორე ადგილი შეინარჩუნა და მედლებისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

 

ჯგუფის აუტსაიდერები რუსეთი და საქართველო კი დღეს დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.


მიხეილ მაღლაკელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5667
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია