დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიის ორგანიზებით შშმ პირები C ჰეპატიტზე შემოწმდნენ
2015/07/29 16:29:13

ჯანდაცვის სამიმინისტრო , C ჰეპატიტის სქრინინგის პროგრამას ქუთაისშიც ანხორციელებს. აღნიშნული პროგრამა დაავადების ადრეულ გამოვლენასა და Cჰეპატიტის გავრცელების სტატისტიკის დადგენას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში მოხდება ბენეფიციართა სქრინინგი და დიაგნოსტიკური კვლევა. პროგრამა 27 ივლისს დაიწყო და კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. ქუთაისის მერიამ დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები „მედიქალ სითის“ კლინიკაშიმიიყვანა, სადაც უფასო გამოკვლევები ტარდება. ბენეფიციართა სქრინინგსა და დიაგნოსტიკურ კვლევას ქუთაისის მერი შოთა მურღულია და ცენტრის დირექტორი გია გრძელიძე დაესწრნენ. ,,მედიქალ სითი" აქციებს კვირის ბოლომდე გააგრძელებს.


,,სახელმწიფო უპრეცენდენტო პროგრამას ანხორციელებს, რომელშიც ჩართულია კლინიკები და თვითმმართველობები. დღეს ჩვენ პირველადი ტესტების ჩასატარებლად მოვიყვანეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. წლევანდელ ბიუჯეტში სოციალურად დაუცველთათვის, რომელთაც C ჰეპატიტი აღმოაჩნდებათ მეორადი კვლევების ჩასატარებლად 40 000 ლარი გამოვყავით. მომავალ წელს ვეცდებით თანხა გავზარდოთ და არა მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფებისთვის, არამედ ყველა ადამიანს აღმოვუჩენთ დახმარებას",–განაცხადა შოთა მურღულიამ.


30 ივლისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანიზებით მოეწყობა ღია ლაბორატორიები: ქალაქ ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე მერიის წინ მდებარე სკვერში ,,ბაღის კიდე“ მიღების საათები: 10 სთ-დან 17 სთ-მდე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 20776
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია