დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
მაქაცარია მესამე წრეში გავიდა
2015/07/28 16:00:28

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპურ ფესტივალზე ჩოგბურთელი ანა მაქაცარია მესამე წრეში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ბულგარელი გერგანა ტოპალოვა სამ სეტში ანგარიშით 6:1 2:6 6:3 დაამარცხა.

 

პირველი სეტში მაქაცარია სრულ უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო. მეორე სეტში ბულგარელი დომინირებდა _ 6:2. მესამე ყველაზე ხანგრძლივი სეტი გარდამავლი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მერვე გეიმში მაქაცარიამ გადამწყვეტი ბრეიკის გაკეთება შეძლო და 2 საათზე მეტი ხანგრძლივობის დაძაბული შეხვედრა ქართველის გამარჯვებით დასრულდა.

 

მესამე წრეში ანა მაქაცარია მეორე ნომრად განთესილ ლატვიელ ფავორიტს დანიელა ვისმანეს შეხვდება.


მიხეილ მაღლაკელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12708
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია