საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„აწარმოე საქართველოში“ _ ჩანასახშივე მკვდარი სახელმწიფო ინიციატივა?!
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/07/26 14:56:25

„აწარმოე საქართველოში“ _ ჩანასახშივე მკვდარი სახელმწიფო ინიციატივა?!

 

აღსანიშნავია, რომ მიკრო და მცირემეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება საქარველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამისაწარმოე საქართველოშიფარგლებში და მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას მეწარმეების და ფინანსებისა და ცოდნის ამაღლების გზით. პროგრამის ფარგლებში საქართველოს მაშტაბით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ მოიპოვონ თანადაფინანსება იდეის განსახორციელებლად (5,000 ლარამდე 1 მეწარმე, 10,000 ლარამდე 2 მეწარმე, 15,000 ლარამდე 3 მეწარმე).

 

ჩვენ დავინტერესდით ამ პროექტით. გამოკითხვა ჩავატარეთ სოციალურ ქსელსა და რეალურ აპლიკანტებში.

 

ნინო საღარეიშვილმა (მცხოვრები ხონში) აცხადებს, რომ სამ ადამიანზე შეავსეს სააპლიკაციო ფორმა, მაგრამ არ გადაიყვანეს შემდეგ ტურში. 15 ათას ლარად სამი აპლიკანტი მესაქონლეობის ფერმის გაკეთებას აპირებდა.

 

მარიამ ხოჯანაშვილმა და მალხაზ გელაშვილმა (ჭიათურის მცხოვრებნი) მიუხედავად იმისა, რომ მეორე ეტაპზე გადავიდნენ, არ ისურვეს პროექტში ჩართვა, რადგან მათ ევალეებათ მეწარმის სტატუსის აღება, ხოლო საგრანტო პროექტის ფინალამდე დიდი დრო გაივლის, თან გარანტიაც არ აქვთ, რომ მოიპოვებენ დაფინანსებას. მათი განცხადებით, დროის ფაქტორის გარდა, პრობლემაა ზაფხულზე დიდ მანძილზე ტრენინგებზე სიარული.

 

საჩხერიდან რამდენიმე აპლიკანტმა დადებითი პასუხი ვერ მიიღო, მათი განცხადებით, კიდეც რომ მიეღოთ მეორე ტურში გადასვლის უფლება, მაინც იყოყმანებდნენ პროექტში ჩართვას.

 

ე.წ. სწრაფი და უფასო ფულის სურვილი დიდია, მაგრამ ასე თანხას არავინ იძლევა. როგორც გამოკითხულთა უმეტესობა ამბობს, 5 ათასი ლარი ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ საგადასახადო ვალდებულება აიღონ.

 

 

სკეპტიკოსთა განცხადება, რომელიც პროექტის დასწყისშივე გაჟღერდა, ნაწილობრივ ასრულდა. ბევრმა ამ პროექტს ჩანასახშივე მკვდარი უწოდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5874
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია