საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიამ ქალაქის ტურისტულ ლოგოსა და სლოგანზე კონკურსი გამოაცხადა
2015/07/25 12:43:00

ქუთაისში ქალაქის ტურისტულ ლოგოსა და სლოგანზე კონკურსი გამოცხადდა. კონკურსის მონაწილეთა შესაფასებლად ქალაქის მერმა დროებითი კომისია შექმნა, რომლის თავმჯდომარე თავად გახლავთ.   

 

ქალაქ ქუთაისის, როგორც ტურისტული ბრენდის ჩამოყალიბებისათვის, უმნიშვნელოვანესია ქალაქს ჰქონდეს ტურისტული ლოგო და სლოგანი.

 

ლოგო და სლოგანი უნდა წარმოადგენდეს უნიკალურ ნიშანს, რომელიც საზოგადოებას დაეხმარება, მოახდინოს ქალაქ ქუთაისის იდენტიფიცირება და ტურისტული ცნობადობის გაზრდა.

 

კომისიის შემადგენლობაში არიან:

კონსტანტინე ქავთარაძე - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, პანტელეიმონ კლდიაშვილი - მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ვაჟა ჯუღელი - კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი, ირაკლი სარიშვილი - ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, პაატა ლილუაშვილი - _ ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, მირანდა კუპრავა - კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის კულტურის განყოფილების უფროსი, ელისო ჩოგოვაძე -  დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის დირექტორი, ხელოვნებათმცოდნი, გიორგი შალამბერიძე - პოეტი და მსახიობი, თეონა ნანავა - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ბრენდის განვითარების სამმართველოს თანამშრომელი, ანა შავგულიძე -  ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილების მთავარი სპეციალისტი.

  

 

კონკურსისათვის ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა 25 აგვისტოა, ხოლო დროებითი კომისია გამარჯვებულს ნამუშევრების წარდგენიდან ერთი თვის განმავლობაში გამოავლენს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2419
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია