საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ავიარეისები ქუთაისში კიევიდან, ხარკოვიდან და ოდესიდან შესრულდება
2015/07/25 12:25:56

უკრაინის დედაქალაქ კიევში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის დელეგაციამ, შეხვედრა გამართა უკრაინული ავიაკომპანია “Yan Air”-ის გენერალურ დირექტორთან იაროსლავ აგაფონოვთან.
შეხვედრაზე მოხდა შეთანხმება, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინის სამი ქალაქიდან (კიევი, ხარკოვი, ოდესა) პირდაპირი ავია რეისების დანიშვნის შესახებ. 


“Yan Air”-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ავია კომპანია სრულად არის მზად ქუთაისის მიმართულებით ფრენების განსახორციელებლად. 


ქუთაისის მუნიციპალიტეტის დელეგაციამ აიღო პასუხისმგებლობა, თვითმმართველობამ შეასრულოს შუამავლის ფუნქცია ავია კომპანია “Yan Air”-სა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის ავია რეისების დანიშვნის მიზნით გასამართ მოლაპარაკებებში.


ქუთაისის მუნიციპალიტეტის დელეგაციაში შედიან: დავით დვალი - ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, კონსტანტინე ქავთარაძე - ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილე, ბექა ყანჩელი - ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, პაატა კლდიაშვილი - ქალაქ ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ირაკლი სარიშვილი - ქალაქ ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე.


შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უკრაინის ტურიზმის განვითარებს ცენტრის დირექტორი ვლადიმირ ცარუკი და უკრაინაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი ალექსანდრე ყიფიან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2295
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია