დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ჭეშმარიტად ნაციონალური" პრეზიდენტი მალე სააკაშვილს,ახალაიას და მერაბიშვილსაც შეიწყალებს...
2015/07/24 21:10:44

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ჭეშმარიტად ნაციონალური" პრეზიდენტი უწოდა და გააკრიტიკა გიორგი მარგველაშვილი იმის გამო, რომ მან ოპოზიციურ ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული პირები შეიწყალა.


98 მსჯავრდებულს შორის, რომელთა შეწყალების შესახებ ინფორმაცია 23 ივლისს გავრცელდა, პრეზიდენტმა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის აკაკი ბობოხიძის ძმა, ლევან ბობოხიძე, ასევე ხონის რაიონის ყოფილი გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და მასთან ერთად 2014 წლის დასაწყისში დაკავებული კიდევ ერთი პირი შეიწყალა. სამივე მათგანი გაფლანგვის ბრალდებით იხდიდა სასჯელს ერთ საქმეზე, რომელიც 2010 წელს ჩამორთმეული უკანონო ხე-ტყის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ნაცვლად, ხის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის გადაცემას უკავშირდებოდა. 

 

„ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი არის ჭეშმარიტად ნაციონალური პრეზიდენტი“, - განუცხადა ღარიბაშვილმა 24 ივლისს ჟურნალისტებს, „გუშინ შეიწყალა ერთ-ერთი მსჯავრდებული, ბატონი ბობოხიძე, რომელიც ჩვენმა პროკურატურამ დააკავა, მას მიესაჯა და ახლა პრეზიდენტმა შეიწყალა“.

 

„ძალიან კარგია, რომ ასეთი კეთილშობილური პრეზიდენტი გვყავს ჩვენ და იმედი მაქვს, რომ სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს და სხვებსაც, "კეთილ ადამიანებს" შეიწყალებს ძალიან მალე“, - აღნიშნა მან თავის კომენტარში.  

 

http://www.civil.ge/geo/article.php?id=29580

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5633
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია