საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები აღდგება რეგიონებში
2015/07/24 20:13:03

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების  მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში

 

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის 1 400 000 ლარი გამოიყო

 

აღნიშნული თანხა, 2015 წელს მიმდინარე პროექტების გარდა, დამატებით 13 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას მოხმარდება. მათ შორის განხორციელდება თიანეთის, მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმის სრული რეაბილიტაცია;

 

სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდება შემდეგ ობიექტებზე:

 

·         სენაკის აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველი ეტაპი;

·         ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა კომპლექსში, ნიკო დადიანის სასახლის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველი ეტაპი;

·         სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველი ეტაპი;

·         ასპინძის მუნიციპალიტეტში, შორეთის XIV-XV საუკუნეების სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი;

 

განხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი შემდეგ ძეგლებზე:

·         საფარის მთავარი ტაძრის და სამრეკლოს სარეაბილიტაციო სამუშაოების  მეორე ეტაპი;

·         სოფელ ნაბახტევის XV საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი;

 

 

აღნიშნული თანხა ასევე მოხმარდება:

 

·         აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-კვლევით სამუშაოებ;

·         კვიპროსში, ღალიის სამონასტრო კომპლექსის ფიქსაციას, ინვენტარიზაციასა და პოპულარიზაციას;

·         თისელის XIV-XV საუკუნეების გუმბათიანი ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს;

·         გელათის აკადემიის შენობის მიმდებარედ აღმოჩენილი არქეოლოგიური ობიექტების დროებით გადახურვის მოსაწყობად საპროექტო დოკუმენტაციის შედგენსა და გენერალური გეგმის კორექტირების სამუშაოებ;

·         ატენის სიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებ;

 

·         თბილისში, მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებ;

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5352
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია