დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კიევში ქართული იუსტიციის სახლების "ექსპორტი" დაიწყო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/07/24 19:58:24

დღეს კიევში იუსტიციის სახლის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.  ,,ინოვაციების და განვითარების ფონდის” და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით პრეზენტაცია გაიმართა.


კიევის ადმინისტრაციამ მათთან ერთად  კიევის ცენტრში იუსტიციის სახლისთვის პირველი ახალი შენობის მშენებლობა  დაიწყო. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ უკრაინის იუსტიციის მინისტრი, კიევის გუბერნიის წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ვაშაძე, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ ერთად დაიწყეს ამ პროექტის რეალიზება.  


,,იუსტიციის სახლი წლის ბოლომდე უნდა აშენდეს, სადაც ახალი სტანდარტით მიეწოდება უკრაინელ მოქალაქეებს მომსახურება. ეს სრულიად ახალი, გამჭვირვალე შენობა თითოეულ მოქალაქეზე ორიენტირებული იქნება. ესაა ძალიან დიდი სამუშაო, რომელიც უნდა ჩატარდეს და რომელსაც ჩვენ, უკრაინელ კოლეგებთან ერთად, გავაკეთებთ”_ განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3969
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია