დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ოკუპაცია
ხურვალეთში განვითარებული მოვლენების გამო პერევშიც შიშობენ
2015/07/23 11:58:10

იმერეთში საოკუპაციო ხაზი საჩხერის მუნიციპალიტეტ სოფელ პერევზე გადის. სოფლის  ტერიტორიაზე ერთ მხარეს ქართველი, ხოლო მეორე მხარეს რუსი და ოსი სამხედროები დგანან. ამ ზონაში ფოტო-ვიდეო  გადაღება აკრძალულია, არცერთი მხარე არ აკეთებს ვერბალურ კომენტარსაც კი. ქართლში განვითარებული მოვლენების გამო ადგილობრივი მოსახლეობა შეშფოთებულია, რადგან, შესაძლოა, რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა სოფლის სიღრმისკენ გადმოიწიონ.

 

სოფლის სავარგულების უდიდესი ნაწილი ოკუპირებულია რუსების მიერ, რაც სოფელს დიდ პრობლემებს უქმნის.  მოსახლეობა ვეღარ მისდევს აქტიურ მესაქონლეობას, რაც მკვიდრებისთვის ძირითადი საქმიანობაა. ამას ემატება უგზოობა და ყოველივე ამის გამო მოსახლეობა დიდ უკმაყოფილებას გამოხატავს. ჩვენთან საუბრისას მოსახლეობის ნაწილი სოფლის დატოვებაზე ფიქრობს, ნაწილს კი რუსებთან შეერთება უნდა და ამბობენ, თუ  მდგომარეობა არ შეიცვლება, სოფელი დაცლის საფრთხის წინაშე დადგება და ეს საფრთხე, მათივე თქმით, გარდაუვალია.


ლალი ტოროშელიძე (პერევის მკვიდრი): „ჩვენ დიდი პრობლემების წინაშე ვართ. არ გვაქვს ნორმალური გზა, სამუშაო ადგილები, საძოვრები რუსებისა და ოსების ხელშია და მესაქონლებასაც ვეღარ ვეწევით. ტერიტორიები, სადაც უამრავი რამ გვეთესა, უკვე ოკუპირებულ ზონაშია და ჩვენ კი მუდმივ შიშში ვართ“.


ირაკლი ტაბატაძე

 

    

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3148
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია