დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბრძოლა "პოლიეთილენის პარკების" წინააღმდეგ გრძელდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/07/22 19:58:00

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ  ნარჩენების მართვის  ახალი მიდგომების  დანერგვის პარალელურად   პოლიეთილენის პარკებით  გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მიმართულ აქტიურ კამპანიას აგრძელებს. სამინისტროს ინიციატივით, 2015 წლიდან  პოლიეთილენის პარკებს ეტაპობრივად  ბიოდეგრადირებადი პარკები ჩაანაცვლებს.

 

 სუპერმარკეტების ქსელი „ნიკორა“  პირველია სუპერმარკეტებს შორის, რომელმაც სამინისტროს ინიციატივის ფარგლებში, პოლიეთილენის პარკები  სრულად  ჩაანაცვლა  ბიოდეგრადირებადით.  „ნიკორას“ დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია სტუმრობდა.

 

სამინისტროს ინიციატივას  მხარს  უჭერენ  საქართველოში  არსებული მსხვილი სავაჭრო ქსელები და წლის მანძილზე პოლიეთილენის პარკებს ბიოდეგრადირებადით ეტაპობრივად ჩაანაცვლებენ.

 

პოლიეთილენით გარემოს დაბინძურების პრობლემა აქტუალურია მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის  საქართველოსთვის.  პოლიეთილენის  პარკის გარემოში დაშლას ასეულობით წლები ჭირდება და დიდ ზიანს აყენებს გარემოს. მაშინ, როდესაც ბიოდეგრადირებადი პარკი  3- 6 თვიდან იწყებს გარემოში დაშლას.

 

 სამინისიტრო  ბიოდეგრადირებადი პარკებისა  და მრავალჯერადი ჩანთების გამოყენების  დანერგვით  ხელს შეუწყობს ქვეყანაში  პოლიეთილენის პარკების მოხმარების შემცირებას  და საბოლოოდ პოლიეთილენის მთლიანად ამოღებას.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 23724
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია