დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რას ითხოვს 13 ივნისის ღამით დაკარგული სერგო კაპანაძის ოჯახი
2015/07/22 10:57:44

13 ვნისის სტიქიის დროს დაკარგული სერგო კაპანაძის ოჯახი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ არ მიმდინარეობს სათანადოდ იმ პიროვნებების ძებნა, რომლებიც ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან. ასევე სერგო კაპანაძის ოჯახი თხოვნით მიმართავს იმ ადამიანებს რომლებიც 13 ივნისს იმყოფებოდნენ იმ ადგილას, სადაც სტიქია დატრიალდა, შეიკრიბონ მზიურის ტერიტორიაზე, რათა პატივი მიაგონ იმ დაღუპულ ადამიანებს, რომელთა ცხედრები ნაპოვნი იქნა და სოლიდარობა გამოვუცხადონ იმ დაკარგული ადამიანების ოჯახებს, რომელთა ნახვაც ვერ ხერხდება.


„ჩვენი ოჯახის მზიურის ტერიტორიაზე შეკრების და თხოვნის მიზეზს წარმოადგენს ის, რომ სტიქიიდან უკვე 40 დღე გავიდა და ამ დრომდე ვერ მოხერხდა ჩვენი ოჯახის წევრის, სერგო კაპანაძის ცხედრის პოვნა. მოხდეს იმ ღამის გახსენება ყველა იქ მყოფი გადარჩენილი ადამიანის მიერ და კიდევ ერთხელ აღვადგინოთ ის სურათი, თუ როგორ დაიწყო ყველაფერი და რა მოხდა იმ ღამეს.

რადგან მათი მონათხრობიდან და უშუალოდ მათი მოსმენით შეიძლება ჩვენთვის რაიმე უცხო გარემოება გამოიკვეთოს, იქნებ ვინმემ დაინახა ის დაკარგული ადამიანები, რომლებიც დინებამ წაიღო, სად შეიძლება კიდევ დაიწყოს ძებნა და სხვა გარემოებები, რომლებიც ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია და რაიმე ახალი ხელჩასაჭიდი ფაქტი გამოგვრჩა და ამ ადამიანების მონათხრობის შემდეგ მოხდეს რეაგირება იმ უცნობ დეტალებზე, რომლებიც გამოიკვეთება.


ამ განცხადების გაკეთების საფუძველს გვაძლევს ის, რომ ჩვენი ძალებით ხდება იმ სამძებრო სამუშაოების ჩატარება, რომლებიც ტარდება და ტარდებოდა ამ ბოლო პერიოდის გამავლობაში. ჩვენი მოთხოვნით ხდებოდა მაშველების და თავდაცვის ტექნიკის გამოყოფა საძებრო სამუშაობეის ჩატარება, რის გამოც გვინდა მადლობა გადავუხადოთ თავდაცვის სამინისტროს და ყველა იმ მაშველს, რომლებიც ჩვენ გვერდით იყვნენ.

რისი თქმაც არ შეგვიძლია შს სამინისტროზე და მერიის სამსახურზე. ვთვლით, რომ არ მიმდინარეობს სათანადოდ იმ პიროვნებების ძებნა, რომლებიც ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან, არ მომხდარა სათანადოდ იმ სიტუაციის შესწავლა, რაც 13 ივნის საღამოს ვაკე-საბურთალოს გზაზე დატრიალდა. არ იქნა აღდგენილი სურათი იმ ადამიანების მიერ, რომლებიც უშუალოდ იქ იმყოფებოდნენ, სწორედ ამიტომ გულგრილობის გამო მივმართავთ თხოვნით იმ ადამიანებს, მოვიდნენ და გაიხსენონ, თუ ვინ როგორ დააღწია თავი და ვინმეს ხომ არაფერი შეუნიშნავს ისეთი, რაც ჩვენთვის ხელჩასაჭიდი იქნება იმისთვის, რომ ვიპოვოთ ჩვენი ოჯახის წევრი.

შევიკრიბებით მზიურის ტერიტორიაზე 23.07.2015 19:00 სთ.

მადლობა ყველას ყურადღებისთვის", - ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2936
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია