საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში პროექტის „ნარჩენების მართვის ინოვაციური მეთოდების დანერგვა საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთის შერჩეულ ქალაქებში” შემაჯამებელი კონფერენცია შედგა
2015/07/21 11:04:25

ქუთაისში პროექტის „ნარჩენების მართვის ინოვაციური მეთოდების დანერგვა საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთის შერჩეულ ქალაქებში” დასკვნითი, შემაჯამებელი კონფერენცია შედგა. 

 

კონფერენციაში მონაწილეობა პროექტში მონაწილე ქვეყნების, პარტნიორი ორგანიზაციების და ენჯეო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.

 

პროექტი ქუთაისში 2013 წლის 10 აგვისტოდან, ევროკავშირის „შავი ზღვის აუზის 2007–2013 წწ. პროგრამის“ მხარდაჭერით, ხორციელდება. პროექტის მიზანია შავი ზღვის აუზის ქვეყნებში გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ამაღლება ნარჩენების მართვის საკითხებში ევროპული გამოცდილების გაზიარების გზით. 

 

ამ კუთხით ქუთაისში დაიწყო პლასტმასის ნარჩენების დახარისხებული შეგროვება. ქალაქის სხვადასხვა უბანში დაიდგა 100 სპეციალური კონტეინერი. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით გაიმართა ტრენინგ–სემინარები სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის (პედაგოგები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მუნიციპალური თანამშრომლები); პარტნიორი ქალაქების საპილოტე სკოლებში განხორციელდა საგანმანათლებლო პროგრამა ნარჩენების მართვის შესახებ; პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა და გავრცელდა სხვადასხვა პუბლიკაციები; მომზადდა ტელე და რადიო გადაცემები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2064
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია