დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაქვს იდეა ქუთაისის განვითარებისთვის?
2015/07/21 10:51:11

„შენი იდეა ქუთაისის განვითარებისთვის“ - პროექტი, რომლის განხორციელება ქუთაისის მერიამ დღეიდან დაიწყო.

მიზანი: ქუთაისის სტრატეგიული განვითარების გეგმაში გასათვალისწინებელად მოქალაქეებიდან წამოსული იდეების, სურვილების, წინადადებების, რეკომენდაციების სისტემატიზაცია და ანალიზი.
- მოქალაქეების ჩართულობის ზრდა და სამოქალაქო აქტივობის გაძლიერება თვითმმართველობის მუშაობაში;

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები:

- თვითმმართველობის მოხელეთა მიერ მოხდება ქუთაისის 12 ტერიტორიული ორგანოს მიხედვით მოქალაქეთა პირისპირ გამოკითხვა - ანკეტირება მათი იდეების, სურვილების, წინადადებებისა და რეკომენდაციების დადგენის მიზნით.

- მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ქუთაისის სტრატეგიული განვითარების გეგმის ფორმირებისათვის საკუთარი იდეები, წინადადებები, სურვილები და რეკომენდაციები წარადგინოს შემდეგი სახით: 
პირისპირ ანკეტირების დროს, საამისოდ არსებულ გადასატან ყუთებში მოთავსებით;

ინტერნეტის საშუალებით web კითხვარით

ტერიტორიული ორგანოებში ადგილებზე წარდგენით ქუთაისის მერიის I სართულზე ტურიზმის საერთაშორისო ცენტრში წარდგენით,

22 ივლისს 12 სთ-ზე აკ. წერეთლის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში სამოქალაქო ფორუმზე.

- ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური უზრუნველყოფს სამოქალაქო ფორუმის შედეგების სისტემატიზაციას და ანალიზს, რომლის საფუძველზეც მომზადებული პროექტები გათვალისწინებული იქნება ქუთაისის სტრატეგიული განვითარების გეგმაში.

- განხორციელდება აქტიური საინფორმაციო კამპანია ადგილობრივი და ცენტრალური მედიის საშუალებით
პროექტს ახორციელებს: 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია;
o ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური
o საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური ტერიტორიულ ორგანოებში მერის რწმუნებულებთან ერთობლივად.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2841
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია