დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის "ბაღის კიდე"-სა და ბათუმის ბულვარში C ჰეპატიტის კვლევის ღია ლაბორატორიები მოეწყობა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/07/20 18:23:52

დღეს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა. მისი განაცხადებით,27 ივლისიდან 2 კვირის განმავლობაში, მსურველებს C ჰეპატიტზე გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდებათ


28 ივლისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით 27 ივლისიდან 2 კვირის განმავლობაში, მსურველებს მთელ საქართველოში C ჰეპატიტზე გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდებათ. 


უფასო სკრინინგის ორკვირეულში 8 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული. სერგეენკომ მოუწოდა სამედიცინო დაწესებულებებს, ისინიც ჩაერთონ ამ პროგრამაში. დავით სერგეენკოს თქმით, ეს გამოკვლევები სამედიცინო დაწესებულებებისათვის დიდ ხარჯებს არ ითვალისწინებს. ამით სერიოზულ დახმარებას გაუწევენ სახელმწიფოს და ადამიანებს. სერგეენკო მიესალმება, რაც უფრო მეტი სამდიცინო დაწესებულება ჩაერთვება აღნიშნულ ორკვირეულში. 


მინისტრმა ჟურნალისტებს C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის მიმდინარეობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, ამ ეტაპზე პროგრამაში 1 800 პაციენტია ჩართული. სექტემბრიდან მკურნალობა მოხდება ბევრად უფრო მაღალეფექტური პრეპარატით, "ჰარვონით". 


აგვისტოს შუა რიცხვებში ასევე დასრულდება კვლევა, რომელიც საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა რაოდენობის დაზუსტებას ისახავს მიზნად. მინისტრის თქმით, ასეთი კვლევა 2002 წელს ჩატარდა და ისიც მხოლოდ თბილისის მასშტაბით. 


სამინისტროს ინფორმაციით, C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებაში 5 000 პაციენტის დიაგნოსტირება მოხდა. უკვე დარეგისტრირდა 7 000-ზე მეტი პაციენტი, საიდანაც C ჰეპატიტის საწინააღმდეგო უახლესი ანტივირუსული პრეპარატით "სოფოსბუვირით" უფასო მკურნალობა 1 800-მდე პაციენტმა დაიწყო.


სამინისტროს ინფორმაციით, 30 ივლისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, ღია ლაბორატორიები მოეწყეობა, კერძოდ, ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე, მერიის წინ მდებარე სკვერში "ბაღის კიდე" და ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან. მსურველებს შეუძლიათ აღნიშნულ ღია ლაბორატორიებში კვლევისათვის დილის 10:00 საათიდან 17:00 საათამდე მივიდნენ. 

 


ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 28 ივლისს, 14:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ხოლო 29 ივლისს, 11.00 საათიდან აღნიშნულ ცენტრში ჰეპატიტის აღმოფხვრის ხანგრძლივვადიან სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა დაიწყება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 22486
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია