დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში სავაჭრო ცენტრების საპროტესტო აქცია გაიმართება
ავტორი: ნატო გუბელაძე
2015/07/19 23:31:33

გარე ვაჭრობა ქუთაისის ყველა ხელისუფლებისთვის "აქილევსის" ქუსლია. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ამ დროისთვის რამდენიმე ოფიციალური ბაზრობა თუ კეთილმოწყობილი სავაჭრო ცენტრია, გარე ვაჭრობა მაინც თანდათან მზარდი ხდება. ამას შესაძლოა, თავისი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ დღესდღეობით ეს თემა ხელისუფლებას საერთოდ მიტოვებული აქვს.


გარე ვაჭრობის ასეთი მასშტაბურობა კი ყველაზე მეტად სწორედ იმ კომპანიების საქმიანობას აფერხებს, რომელთაც მეტ-ნაკლებად კეთილმოწყობილი სავაჭრო ცენტრბი თუ ბაზრობები აქვთ. მათ რამდენჯერმე მიმართეს კიდეც ხელისუფლებას, რომ აღეკვეთათ უკანონო გარე ვაჭრობა, მაგრამ - უშედეგოდ.

 

სწორედ ამიტომ ხვალ  9  საათზე გაიმართება სავაჭრო ცენტრების საპროტესტო აქცია  ჭავჭავჭავაძის გამზირზე, პროტესტს გამოთქვამენ  მსხვილი კომპანიები: სავჭრო ცენტრი "გრანდ მოლი", "იმერეთი", ე.წ. "კეჩის ბაზრობა"  შპს "ფარი" (მწვანე ბაზარი), "ათასი წვრილმანი", შ პ ს "ავტოტრანსპორტი" -  ეს ბაზრებისა და კომპანიების ჩამონათვალია, რომელიბიც ხვალ მუშაობას შეწყვეტენ და გააპროტესტებენ გარე ვაჭრობას. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2703
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია