საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ახალი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო
2015/07/18 16:47:51

ქუთაისში დღეს საფუძველი ჩაეყარაა ახალი, სამვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს მშენებლობას, რომელსაც საპარტნიორო ფონდ „კაპიტოლ ჰოლდინგთან" ერთად ხორციელდება. 

 

სასტუმროს საფუძვლის ჩაყრის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დაესწრნენ. 


ეს იქნება პირველი ბრენდირებული სასტუმრო იმერეთის რეგიონში. სასტუმროს, რომელიც ქალაქის ისტორიულ ცენტრში, თეთრ ხიდთან, განთავსდება, ექნება 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს 3 საკონფერენციო დარბაზს, ღია და დახურული ტიპის კაფე-რესტორანს.

 
საპარტნიორო ფონდის პარტნიორი ამ პროექტში „კაპიტოლ ჰოლდინგია." პროექტის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია. სასტუმროს დეველოპმენტს განახორციელებს კომპანია „სიმეტრია," რომელიც Best Western International-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. სასტუმროს მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7265
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია