დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ბინას კიდევ 65 დევნილი ოჯახი მიიღებს
2015/07/17 09:09:38

განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ავტოქარხნის დასახლებაში, დადიანის №5-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. საცხოვრებელს 65 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს. შენობაში 15 ერთოთახიანი, 10 ოროთახიანი და 40 სამოთახიანი ბინაა.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დავითი» აწარმოებს. მშენებლობაზე დასაქმებულია 50 მდე ადამიანი. რეაბილიტაცია 2015 წლის აგვისტოში დასრულდება.

საცხოვრებელი ფართების მისაღებად აპლიკაციების შევსება ქუთაისში, აბაშიძის ქ. №27-ში მიმდინარეობს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3230
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია