დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა არის ხორცში, რომელსაც რესტორნებსა და მარკეტებში გვთავაზობენ - ეს უნდა ვიცოდეთ!
2015/07/15 21:39:29

ტრანსგლუტამინაზა - სიტყვა, რომელიც მოსმენისთანავე გვაშინებს. თუმცა სხვანაირადაც შეიძლება ვთქვათ - "ხორცის წებო", რომლის შესახებ ალბათ ცოტას თუ სმენია. არადა უნდა ვიცოდეთ, რადგან ბოლო დროს მისი გამოყენება განსაკუთრებით ხშირია სუპერმარკეტებსა და რესტორნებში.

 

ხორცის მწარმოებლებმა მოიგონეს პატარა ეშმაკობა, რომელიც მათ ეკონომიის საშუალებას აძლევთ: ხორცის დარჩენილ, პატარა ნაჭრებს სპეციალური წებოს საშუალებით ერთმანეთს აწებებენ და იღებენ სტეიკისთვის განკუთვნილ დიდ, მადისაღმძვრელ მთლიან ნაჭერს. თუმცა გაათვალისწინებელია ისიც, რომ პროდუქციის ეკონომიასთან ერთად ამ გზით ადამიანების ჯანმრთელობის ეკონომიაც ხდება.

image

ხორცის წებო მიიღება სპეციფიური ბაქტერიების ფერმენტაციის შედეგად. მისი დახმარებით ხორცის ცალკეული ნაჭრებისგან მთლიანი ნაჭერი კეთდება. ხორცის ნაჭრებზე აფრქვევენ წებოს და ათავსებენ მჭიდრო კონტეინერსა თუ ცელოფანში. წებოს მოქმედებით ხორცი ფუვდება და ნაჭრები ერთმანეთს "შეეზრდება". მაცივარში მთელი ღამით გაჩერებული ამგვარი პროდუქტი მეორე დღეს ხორცის ჩვეულებრივ, მთლიან ნაჭრად იქცევა. ამ გზით წარმოებული ხორცი მაღაზიებში ვაკუუმ-შეფუთვით იყიდება. ამ მეთოდს რესტორნებში აქტიურად იყენებენ, სადაც ნარჩენი ხორცის ნაჭრები მრავლადაა.

 

ტრანსგლუტამინაზა საკვებ პროდუქტზე უსაფრთხო დანამატად ითვლება, მაგრამ ამგვარად მომზადებული ხორცის მირთმევა საფრთხეს სხვა რამის გამო შეიცავს. საქმე ის არის, რომ "შეწებებული" ხორცი მომზადებისას მთლიანად ვერ ახერხებს შეწვას: თქვენ კი წვავთ მას ორივე მხრიდან, მაგრამ "შეწებების" ადგილები მაინც რჩება მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ და მათი სათანადოდ შეწვა ვერ ხერხდება. შესაბამისად, ამ ადგილებში ჩნდება საშიში მიკრობები. ამიტომ ამგვარი ხორცი საჭიროა ორთქლზე მოამზადოთ ან მოხარშოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის თქვენი ჯანმრთელობისთვის საშიში ხდება. თუმცა ყველაზე კარგი იქნება, თუ "შეწებებულ" ხორცზე საერთოდ უარს იტყვით!

 

წყარო: http://intermedia.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6538
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია