დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ფინასური აბსურდის თეატრი - 98%“ – ქუთაისის მერია „ნაციონალურ მოძრაობას“ სპეციალური განცხადებით პასუხობს
2015/07/15 16:02:21

ქუთაისის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ბრალდების საპასუხოდ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. რომელშიც მათ მიერ გამოთქმულ ბრალდებებს ვრცლად პასუხობს. გთავაზობთ სამსახურის განცხადებას სრულად.

 

ფინანსური აბსურდის თეატრი 98%

,,ნაციონალური მოძრაობის“ სიცრუე #1. ინფრასტრუქტურული მიმართულებით 2015 წლის ბიუჯეტში უკვე ბოლო ცვლილებით გათვალისწინებულია 32 176,0 ათასი ლარი. 20 184,0 ათასი ლარი კი არის ამ სფეროში არაფინანსური აქტივების ზრდის (ე.წ. კაპიტალური დანახარჯების) მუხლში გათვალისწინებული თანხა, არ არის შემცირებული. პირიქით ის ბიუჯეტის დამტკიცებიდან 1-ლი, მე-2 და მე-3 ცვლილებებზე იზრდებოდა და რაც ყველაზე მთავარია მ/წლის 10 ივლისის ცვლილებით საერთოდ არ შეცვლილა.(იხ.ცხრილი). 
სიცრუე #2. საყურადღებოა რომ ამ ცვლილებაზე ნამდვილად შემცირდა ბიუჯეტში არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი 100,0 ათასი ლარით, ოღონდ ეს მოხდა ისევ და ისევ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების ფონზე, რომელიც პირდაპირ მოიკლო მერიამ. მანამდე კი 2014 წელს ადმინისტრაციული ხარჯებში დაზოგა 1,5 მლნ. ლარი , 2015 წლის მე-3 ცვლილებაზე შეამცირა 300,0 ათასი ლარით. ასე რომ მერიამ ნამდვილად იცის თუ რას ნიშნავს ,,ქამრების შემოჭერა", მერიამ ნამდვილად იცის, როგორ შეამციროს პრემიალური ფონდი 3 %- მდე და გაატაროს მთელი რიგი ღონისძიებები ბიუჯეტის ეფექტურ ხარჯვასთან დაკავშირებით.

სიცრუე #3. 2015 წელს იანვრის დასაწყისში მოხდა გარდამავალი ფინანსური რესურსების ასახვა ბიუჯეტში, მათ შორის რეგიონალური განვითარების ფონდიდან 2014 წელს დაკონტრაქტებული ვალდებულებების ასახვა ისეთ გარდამავალ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორებიცაა თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია, ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. შესაბამისად რეგიონალური განვითარების ფონდიდან 2014 წელს გარდამავალი ფინანსური ვალდებულების სახითინფრასტრუქტურული მიმართულებით აისახა 2395,1 ათასი ლარი. აქაც აშკარაა არითმეტიკული უზუსტობა, თანაც ეს ცვლილება იანვარში აისახა და ივლისამდე ალბათ ეს ციფრი ვერ აღმოაჩინეს.აღნიშნული თანხის ხარჯვა წარმატებით მიმდინარეობს (ქუთაისის მუნიციპალიტეტი პირველ ადგილზეა ზოგადად მასზე გამოყოფილი თანხების ათვისების კუთხით საქართველოს მასტაბით). 4695,0 ათასი ლარი უბარალოდ ვერ მოაკლდებოდა ბიუჯეტს, ვინაიდან ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ არაკომპეტენტურად, უფრო სწორად მარტივი არითმეტიკული შეცდომით არის მიღებული ეს ციფრი, და რაც ყველაზე მთავარია რეგიონალური განვითარების ფონდიდან 2014 წელს დაკონტრაქტებული ვალდებულებების დაფინანსება მერიის მიერ წარმატებით ხორციელდება.

სიცრუე #4.გაუთავებელი სპეკულირება ბიუჯეტის ფინანსური აქტივების მოძრაობაზე(მათი გაგებით ნაშთზე). საბიუჯეტო კანონმდებლობით ბიუჯეტის ბალანსის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ,,ფინანსური აქტივის" ზრდის/კლების მუხლები, რომლის წარმოშობის წყაროდ მიჩნეულია დაზოგილი ფინანსური რესურსი და გადაჭარბებით, ან გაუთვალისწინებლად შესრულებული და აკუმულირებული თანხები. 2014 წლის ბიუჯეტის შემოსავლითი ნაწილი შესრულდა გადაჭარბებით და ამავდროულად ადმინისტრაციული ხარჯის დაზოგვის საფუზველზე მოხდა 1,5 მლნ/ლარამდე თანხის აკუმულირება. აღნიშნული გარემოებების აღიარებას, როგორც ჩანს ვერ ახდენენ ,,ნაციონალური მოზრაობის" წევრები ან მისი დანახვა არ შედის მათ ხედვებში, ვინაიდან ეს პირველ რიგში კომპეტენციასა და ანალიზის უნარს, ხოლო მეორეს მხრივ რეალური კონსტრუქციული ოპონირების სურვილს საჭიროებსდა არა დაუსაბუთებელ ინტრიგას. ,,ნაშთი" კი სრულიად სხვა მცნებაა და ის გულისხმობს საანგარიშებო პერიოდში(საბიუჯეტო წელი) დროის კონკრეტულ თარიღში ბიუჯეტის მომსახურების ანგარიშზე აკუმულირებულფულადრესურსს, რომლის განკარგვაც დაგეგმილი ბიუჯეტის ფონზე მიმდინარეობს. ალბათ თავისუფალი ფინანსური რესურსების არსებობას და მათი, სხვადასხვა პრობლემების დასაფინანსებლად მიმართვის შესაძლებლობებს ზედმეტ ფუფუნებად თვლიან, ვინაიდან ბიუჯეტის შემოსავლების შეუსრულებლობისა და მრავლად გაცემული პრემიების ფონზე მსგავს შესაძლებლობებს მოკლებულნი იყვნენ.
სიცრუე #5. 1034,0 ათასი ლარის სეკვესტრირება.

ბიუჯეტის ცვლილების საფუძველი შემდეგშია, რომელიც პირველ რიგში სატენდერო ეკონომიებითა და 6 თვის მანძილზე მოთხოვნების სიმცირით იქნა გამოწვეული:
1) გადახურვების პროგრამის შემცირება- ბიუჯეტის დამტკიცების დროს (საწყისი გეგმა 300,0 ათასი ლარი) გადახურვის პროგრამით დაინტერესებულ ამხანაგობებსმკაფიოდ განესაზღვრათ საბანკო გარანტირების მექანიზმი, რათა არ მომხდარიყო წინა წლებში არსებული მანკიერი პრაქტიკის გამეორება და დარიგებული გადასახური მასალის გაფუჭება. მ/წლის 6 თვის მანზილზე დაფიქსირდა სულ 28,0 ათასი ლარის მოთხოვნა.

2) პარაპეტების პროგრამის შემცირება-ბიუჯეტის დამტკიცების დროს (საწყისი გეგმა 300,0 ათასი ლარი) განისაზღვრა თანადაფინანსების პრინციპი 80(მერია)/20 (ამხანაგობა)-ზე. მ/წლის 6 თვის მანზილზე დაფიქსირდა სულ 8,0 ათასი ლარის მოთხოვნა.

3) ცენტრალური გზებიდან მისასვლელი გზების პროგრამა დამტკიცდა 30 ქუჩის რეაბილიტაციისათვის. გამოცხადდა ტენდერები და გამოცხადდა გამარჯვებულები , რომლებმაც ელექტრონული სისტემით ვაჭრობის საფუძველზე ამ 30 ქუჩის რეაბილიტაციისათვის დააფიქსირეს 240,0 ათასი ლარით ნაკლები ღირებულება. მაშასადამე სამუშაოების მოცულობა არ შემცირებულა და სატენდერო ეკონომია გამოყენებულ იქნა.

4) დასუფთავებისა და გამწვანების სფეროების ცვლილება: ცხოველების იზოლაციის(მათ შორის მაწანწალა ზაღლების) ფუნქცია დებულებით განესაზღვრა მერიის მიერ დაფუზნებულ ააიპ ,,სპეციალურ სერვისებს", ისევე როგორც ხეების გადაბელვის ფუნქცია, შესაბამისად არნიშნული თანხები მუხლობრივი ცვლილებით გადავიდა ააიპ-ში და ამ კუთხით შემცირება ბიუჯეტში არ მომხდარა.

5) გარე განათების პროგრამის ცვლილება: მ/წლის 6 თვის მანძილზე მერიის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, რომელიც გულისხმობდა ეფექტურობის კონტროლს, გარე განათების ქსელის სისტემის მოწესრიგებას და ელ.ენერგიის ხარჯის შემცირებას, ყოველთვიურ შესრულებებში მისცა ქალაქს 60,0 ათასი ლარის ეკონომია, რომელიც გამოყენებული იქნა სამედიცინო დახმარების პროგრამის დაფინანსების უზრუნველსაყოფად ,,ც" ჰეპატიტის პროგრამის მხარდასაჭერად.


აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამ მერიას საშუალება მისცა არ დამდგარიყო რისკის ქვეშარცერთი ზემოთ ხსენებული პროგრამა და დაეფინსებია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა ,,ტორპედო ქუთაისისა" და ,,საკალათბურთო კლუბ ქუთაისი 2010"-ის სეზონისწინა მოსამზადებელი და 2015 წლი ბოლომდე არსებული მნიშვნელოვანი ღონისზიებები. ალბათ ყველაზე მეტად ,,ნაციონალური მოძრაობა" სწორედ ამ ფაქტმა გააღიზიანა, რომ ქუთაისის მერია მიუხედავად ზოგადად ფინანსური რესურსების სიმწირისა წარმატებით აფინანსებს მისთვის ასეთ მნიშნელოვან საკითხებს ბიუჯეტის ყოველგვარი პრობლემის გარეშე შესრულების ფონზე.

და ბოლოს, ,,ნაციონალური მოძრაობამ" მის მიერ გაჟღერებულ ,,ინფორმაციას" უწოდა 24%, ჩვენ მათ ვურჩევთ უკეთ ოპონირებისთვის პირველ რიგში აიყვანონ შესაბამისი კომპეტენტური სპეციალისტები, ჩვენ მათ მიერ გაჟღერებულ ,,ინფორმაციას" ვუწოდებთ - „ფინასური აბსურდის თეატრს - 98%“.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 14261
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია